ინგლისურში სამეცადინოდ მოსწავლეთა მიღება განახლდა

2021 წლიდან დაბა აგარაში თემურ იკოშვილი უცხო ენების სწავლებას აგრძელებს.

ზოგად ინგლისურში მოსამზადებლად დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 598 21 26 87.

ასევე შეგიძლიათ ჩაწერა ფეისბუქის საშუალებით: Temur Ikoshvili

კურსის შესახებ

გაკვეთილები მრავალფეროვანია და მოიცავს პრეზენტაციას, კითხვა-პასუხს, სახალისო თამაშებს. ყურადღება პრაქტიკულ ნაწილზე არის გამახვილებული.

კურსი ისეთ მსმენელებზეა გათვლილი, ვისაც ენის სალაპარაკო დონეზე დაუფლება სურს: სამსახურისთვის, უცხოეთში გამოსაყენებლად ან ინტერესის გამო.

წარმატებული მოსწავლეები კვარტალში ერთხელ მომდევნო საფეხურზე გადადიან.

ასაკი: 10 წლიდან; ხანგრძლივობა: კვირაში ორი დღე; მისამართი: რუსთაველის ქუჩა N3

წინ გელით ყველაზე ინოვაციური, მხიარული და ეფექტური დღეები უცხო ენის ზღაპრულ სამყაროში. 

ფასები

ჯგუფურ მეცადინეობაზე საფასური ყოველთვიურად 45 ლარია. პირველი თხუთმეტი მსურველისთვის შეადგენს თხუთმეტი ლარით ნაკლებს, ანუ 30 ლარს თვეში. გადახდა ხდება წინასწარ, ახალი თვის დასაწყისში.

გაცნობითი გაკვეთილი ინგლისურის დონის დასადგენად ტარდება უფასოდ.

ჯგუფის წევრების რაოდენობა ოთხს არ აღემატება. დაცულია კორონავირუსის გამო მიღებული რეკომენდაციები.

რაც შეეხება ინდივიდუალურად მომზადებას, გადასახადი 90 ლარი გახლავთ (ფასდაკლების შემთხვევაში, 75 ლარი თვეში).

ინსტრუქტორზე

თემურ იკოშვილმა სწავლება დაბა აგარაში 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო.

ის ინგლისურს თავისუფლად ფლობს. აქვს საზღვარგარეთულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება, სადაც კომუნიკაცია მხოლოდ აღნიშნულ ენაზე მიმდინარეობდა.

საერთაშორისო ფორუმებზე თემური ასევე საუბრის ცოცხალ პრაქტიკას იღებდა ამერიკელებთან, ბრიტანელებთან, ჩინელებთან და სხვა უამრავი ეროვნების ხალხთან.

სწავლება არამარტო თეორიის საშუალებით, პირისპირ კომუნიკაციითაც მიმდინარეობს, რათა მეტყველების დაწყება გაგიადვილდეთ.

საერთო ჯამში, ინგლისურსა და თურქულში თემურთან უკვე 50-ზე მეტი ადამიანი მოემზადა.

ინსტრუქტორის მრავალფეროვანი გამოცდილების დასტურად თან ვურთავთ ფოტოებს.

სასარგებლო ბმული
ზოგადი ინგლისურის კურსი სოციალურ ქსელში, შემოგვიერთდით (more…)

დაჯექი, ორიანი

სწავლის დაწყებისას ზოგი მოსწავლე დამფრთხალი და შეშინებულია. მიზეზი სკოლიდან მოყოლილი ნეგატიური გამოცდილებაა, როცა მასწავლებელი უხეში სიტყვებით ამკობს და ორიანს უფორმებს ჟურნალში.

ამ განწყობის გამოსასწორებლად ცალკე ვმუშაობ. ბავშვებს ვუხსნი, რომ აქ მეგობრები არიან და ლაპარაკი არ ისჯება. თუნდაც არასწორად მიპასუხონ, სხვა მოსწავლეზე გადავალ კითხვით.

(more…)

რისთვის ასე იაფად?

30 ლარად ვამზადებ მოსწავლეებს, რაც შიდა ქართლის ფასებზე ორ-სამჯერ არის ნაკლები.

რატომ ასე იაფად?

ჩემი მიზანია, ინგლისურის სწავლა ფართო მასებში გავხადო ხელმისაწვდომი.

ვისაც განათლება სწყურია, მაგრამ ოჯახის მცირე შემოსავლით 60 ლარს ვერ გაწვდება.

ამ პროცესში უმთავრესი მოტივატორი ფული არ არის.

(more…)

საჩუქარი ტარიელ ცალქალამანიძესგან

სახლთან მანქანა გაჩერდა.

გავიხედე და მოულოდნელი სტუმარი დამხვდა საჩუქრით ხელში. აგარელმა ბიზნესმენმა ტარიელ ცალქალამანიძემ ლეპტოპი გვაჩუქა.

უცხო ენების სწავლებაში მისი სახით ახალ ტექნოლოგიას შევიტან.

(more…)

პარტნიორობა ხაშურის “ამერიკულ კუთხესთან”

ხაშურის “ამერიკულ კუთხეს” ვესტუმრე

ძალზე მეგობრულად მიმასპინძლეს დირექტორმა ქეთი მეტრეველმა და მისმა ასისტენტმა მავრა გელაშვილმა.

ვისაუბრეთ თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

პერიოდულად აგარაში ჩამოვიტან ინგლისურ ლიტერატურას, დისკებს, სამაგიდო თამაშებს, რომლითაც ჩემი მოსწავლეები ისარგებლებენ.

(more…)

მეტს სტუდენტები საუბრობენ, ნაკლებს მე

სტუდენტები ამბობენ, რომ ინგლისურად ვერ საუბრობენ. ამის მიზეზი წარსულში უნდა ვეძებოთ. ალბათ, ელოდებიან სიტყვის მოცულობით მარაგს, როდის დააგროვებენ და შემდეგ დაიწყებენ სალაპარაკო აქტივობებს. ეს შეცდომაა, რადგან ნახევარი მილიონი სიტყვის სწავლა დაუსრულებელ ლოდინსაც ნიშნავს, ხომ? მოსწავლე დაიღლება, ხელს ჩაიქნევს. ეგონება, ვერასდროს დაიწყებს საუბარს.

ამ განწყობით ბევრი მათგანი უკვე მოსულა. საწყისი ნაბიჯების გადადგმის მერე კი საკუთარი თავისა თვითონვე უკვირთ – ინგლისურის შესწავლა შეუძლებლად აღარ ეჩვენებათ.

(more…)

გაკვეთილი მოსწავლეებს მიჰყავთ

ყველას გვესმის ახალი ეპოქის მოთხოვნები. ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ, რომლის სალაპარაკო ენა ინგლისურია. სადაც არ უნდა იყო, მინიმუმ მობილურის შესახებ გეცოდინება; ჩამოშლი მენიუს და ეს ენა აუცილებლად დაგხვდება. კომპიუტერისა და ახალი პროფესიების დაუფლებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ.

მოსწავლეებს ინგლისურის ათვისების დამატებითი მიზეზებიც აქვთ, მაგალითად: სკოლის მასალის გაგება, გამოცდებისთვის სამზადისი, უკეთესი სამსახურის მიღება ან უცხო ენის საზღვარგარეთ გამოყენება.

(more…)

დადებითი ბიძგი რაიონისთვის

აგარა ძალიან მიყვარს. დედაქალაქში სწავლისას აქაურობა ყოველთვის მენატრებოდა. დისტანციურად, ხოლო საჭიროების დროს ჩამოსვლით ვუჭერდი მხარს ადგილობრივებს. განსაკუთრებით იმ ინიციატივებში, რაც რაიონის ეკონომიკურ მოძლიერებას უკავშირდება.

ბოლო პერიოდში აქტიურად დავიწყე ფიქრი დაბაში დაბრუნებაზე. ვფიქრობდი, რა დადებითი ბიძგი შეიძლება მომეტანა აგარისა და გარშემო სოფლების ყოველდღიურობაში.

(more…)

მიიღეთ დამსახურებული ჯილდო თამამად

ნოემბრის შემაჯამებელი გამოცდა ვაწერინე მოსწავლეებს.

ერთ-ერთმა, ასაკით უმცროსმა თავის ჯგუფელებზე მეტი ქულა აიღო და ამის დანახვისას უხერხულად შეიშმუშნა. დიდებს რომ აჯობა, არ ესიამოვნა.

მივულოცე უმაღლესი ნიშანი და მიპასუხა: “მასს, მე უბრალოდ ყველაზე მარტივი ვარიანტი შემხვდა და გამიმართლაო”. (more…)

ნაწერის გამო არ გამიბრაზდეთ, რა

მეთერთმეტე კლასელი შემოგვიერთდა ინგლისურში სამეცადინოდ.

თემაზე მუშაობის დასასრულს, როდესაც რვეულს მაწვდიდა, მითხრა:

  • მას, ნაწერის გამო არ გამიბრაზდეთ, რა.
  • რატომ უნდა გაგიბრაზდე, ცუდი ხომ არაფერია – მეთქი?
  • არა, უბრალოდ სკოლაში მაღალი ნიშნები მაქვს, ინგლისურის მასწავლებელი კი მარტო კალიგრაფიის გულისთვის მაკლებს ქულასო.

(more…)