თემურ იკოშვილი

თემურ იკოშვილი, უცხო ენებისა და მართვის სპეციალისტი. საზოგადოებრივი ურთიერთობის ფირმის ყოფილი მმართველი პარტნიორი.

ამჟამად აქტიურადაა დაკავებული ინგლისურის სწავლებით შიდა ქართლის რეგიონში.

მისი ახსნილი გაკვეთილები გააშუქეს ტელევიზიებმა “რუსთავი 2”, “ფორმულა”. რადიო “ფორტუნამ”.

თემური აგრეთვე წერს ონლაინ; Ikoshvili-ზე იხილავთ სტატიებს ბიზნეს განათლებასა და ცხოვრებისეულ საკითხებზე.

სხვადასხვა დროს უთანამშრომლია ისეთ წამყვან კომპანიებთან, როგორიცაა: რომპეტროლი, კარფური, ლუკა პოლარე.

გრძელვადიან პერსპექტივაში აპირებს საკომუნიკაციო სექტორში დარჩენას.

ფლობს ბაკალავრის ხარისხს მენეჯმენტის განხრით. დააარსა ხუთი სტუდენტური კლუბი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მოხალისეობრივ საწყისებზე თემური ასევე ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ მედია ორგანიზაციას.

იგი საუბრობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე. არის გუგლის მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტი ციფრული მიმართულებით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თუ შეთავაზებისთვის გაუგზავნეთ შეტყობინება ვებგვერდზე არსებული საკონტაქტო ფორმით.