მოგესალმებით. მე ვარ უცხო ენების ინსტრუქტორი
ამჟამად რაიონში ვცხოვრობ – ადგილობრივ მოსახლეობას ინგლისურში ვამზადებ.
დაბა აგარიდან და გარშემო სოფლებიდან მყავს მოსწავლეები, რომლებსაც სიმბოლურ ფასად – თვეში 30 ლარად ვამეცადინებ (ვითვალისწინებ არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას).
სამსახურები აქ უკიდურესად ჭირს. აგარაში ერთი შაქრის ქარხანაა და ისიც სეზონურად მუშაობს. სხვა საშუალება არაა.
გაკვეთილების მასალებს ხელით ვწერ. ჯგუფში ოთხი ეგზემპლარი რომ იყოს, სათითაოდ გადამაქვს კალმით.
ამის გამო უპირველესად ინგლისური ენის დამხმარე სახელმძღვანელოები გვესაჭიროება, რომლითაც მოსწავლეები ისარგებლებენ.
ჩარიცხული თანხის ნაწილით ასევე სოფლად მცხოვრები მატერიალურად გაჭირვებული ბავშვები დაფინანსდებიან.
მიზანი 1000 ლარის შეგროვებაა.
თუ თქვენც მნიშვნელოვნად მიიჩნევთ განათლების ხელმისწავდომობას პერიფერიებში და გექნებათ გვერდით დგომის სურვილი, გიზიარებთ ანგარიშის ნომერს:
GE65BG0000000354911000
ყოველი შენატანი, დიდი იქნება თუ მცირე, ფასეულია. წინასწარ მადლობას გიხდით მოსწავლეებისა და ჩემი სახელით,
თემურ იკოშვილი