შესავალი
დაბა აგარაში მიმდინარეობს რიგით მეოთხე, უცხო ენების სასწავლო სეზონი. ინგლისურზე ჩასაწერად მომაწოდეთ შემდეგი ინფორმაცია: 1. სახელი, გვარი; 2. ასაკი; 3. მობილურის ნომერი.
არასრულწლოვნის მისაღებად უნდა დამიკავშირდეს ბავშვის მშობელი თუ მეურვე ტელეფონზე: +995 598 21 26 87; ფეისბუქით: facebook.com/TemurIkoshvili
სასწავლო პროცესი კლასში იმართება და არა დისტანციურად. ყოველთვიური საფასური ოცდაათ ლარს შეადგენს. გადახდა წინასწარ.
გაცნობითი გაკვეთილი არსებული ცოდნის დასაზუსტებლად უფასოდ ტარდება. დაცულია კორონავირუსის გამო დადგენილი რეკომენდაციები. ვუფრთხილდებით საკუთარ და გარშემომყოფების ჯანმრთელობას.
მომზადება
მეცადინეობა მრავალფეროვანია და მოიცავს დაფასთან მუშაობას, სამაგიდო თამაშებს, ტექნოლოგიას. ყურადღება პრაქტიკულ ნაწილზე არის გამახვილებული.
ყველა სარგებლობს ამასთანავე ბიბლიოთეკით, რომელიც საკლასო ოთახშია განთავსებული. აქ შეხვდებით თანამედროვე უცხოურ ლიტერატურას.
წევრთა მაქსიმალური რიცხვი მოსამზადებელ ჯგუფში არის რვა. თვეში ექვსი შეხვედრა ტარდება.
კურსის დასკვნით ეტაპზე სწავლება მხოლოდ ინგლისურად მიმდინარეობს. სტუდენტებს ეს მეტყველების განვითარებასა და სასაუბრო კომპლექსის დაძლევაში ეხმარებათ.
ინსტრუქტორი
თემურ იკოშვილი წლებია, რაც უცხო ენებს ასწავლის. საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ.
მისი ახსნილი გაკვეთილები გააშუქეს ტელევიზიებმა “რუსთავი 2”, “ფორმულა”. რადიო “ფორტუნამ”. თემურის თარგმანით სარგებლობენ საჯარო და კერძო სტრუქტურები უცხოელებთან კომუნიკაციისთვის.
სწავლების დაწყებამდე იგი მუშაობდა ევროპულ კომპანიაში, სადაც მარტო ინგლისურ ენაზე ლაპარაკობდნენ. საერთაშორისო ფორუმებზე ასევე საუბრის ცოცხალ პრაქტიკას იღებდა ამერიკელებთან, ბრიტანელებთან და სხვა უამრავი ეროვნების ხალხთან.
იხილეთ ვიდეოები და ფოტო გალერეა