ბიზნესი, რომელიც სტუდენტებმა სტიპენდიიდან გადანახული ფულით დაიწყეს


თინა ოსაძე ილიაუნის კულტურის მენეჯმენტის სტუდენტია, რომელიც ხისგან დამზადებული ჩანთებს “პოპულუსის” ბრენდის ქვეშ აწარმოებს.

სტარტაპის დაფუძნებისთვის ინსპირაციის წყარო ილიაუნის ინოვაციური ლაბორატორია – “ფაბლაბი” გახდა. სწორედ  ფაბლაბში არსებულმა ტექნიკამ მოუტანა მას უამრავი იდეა, რის შემდეგაც მარიამ სიორდიასთან ერთად იდეის რეალობად ქცევა გადაწყვიტა.

“როცა უშუალოდ იდეის პროტოტიპირებაზე დავიწყეთ მუშაობა, გამოცდილება ძალიან გვეხმარებოდა და საერთოდ ჩვენი პროდუქტის აღქმა მთლიანად გამოცდილების შედეგად ჩამოყალიბებული ხედვა იყო და მეტი არაფერი.

“ხელნაკეთ აქსესუარებს დიდი ხანია ვაკეთებდით, თუმცა ხეზე არასდროს გვიმუშავია და თავიდან საკმაოდ რთული აღმოჩნდა. დღემდე ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი რამ ვისწავლოთ. ეს ჩვენი პროდუქტის დახვეწასა და უკეთ რეალიზებაში გვეხმარება. ” – ამბობს თინა.

თავდაპირველად მეგობრებმა სპონსორის მოძიება სცადეს, თუმცა ძიების პროცესი დიდხანს არ გაუგრძელებიათ. შეთანხმდნენ, რომ უმჯობესი იქნებოდა თვითდაფინანსებით დაეწყოთ, სტიპენდიიდან გადანახული ფულით. საწყისი კაპიტალი კი 400 ლარს შეადგენდა.

ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სოციალური ქსელის ათვისება. Facebook-ზე გამოჩენილმა “პოპულუსის” გვერდმა მომხმარებელში დიდი დაინტერესება გამოიწვია და ვიდრე პირველ გამოფენა – გაყიდვაზე პროდუქტს გაიტანდნენ, უკვე ონლაინ შეკვეთებიც ჰქონდათ მიღებული.  

“გამოფენა 8 მარტს გაიმართა და ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომხმარებლის უკუკავშირი იყო. გამოფენის შემდეგ კი საკმაოდ ბევრი შეკვეთა მივიღეთ ერთიანად”.

კითხვაზე, როგორ გაფართოვდა პოპულუსი, უფრო რეკლამის დახმარებით თუ კლიენტების მეშვეობით გაუვარდა სახელი, თინა მეუბნება, რომ ამ შემთხვევაში ორივე ფაქტორმა ერთად იმუშავა.

“საკმაოდ ხშირად გვაქვს შემთხვევა, როცა გვწერენ, რომ მეგობარს აქვს “პოპულუსის” ჩანთა, ძალიან მოსწონს და უნდა თვითონაც შეიძინოს. ასევე დიდი გამოხმაურება მოყვა სატელევიზიო რეპორტაჟებსაც. შეკვეთების რაოდენობამ ამის შემდეგ საგრძნობლად იმატა”.

ამ ეტაპზე მეგობრები რამდენიმე ახალ იდეაზე მუშაობენ. აპირებენ არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის რეალიზებას. უნდათ სახელოსნოს გაკეთება და მაღაზიის გახსნა.

ბოლოს ვეკითხები, რა მიზეზით შეიძლება მიჰყიდოს ბიზნესი სხვა კომპანიას, რაზეც თინა მპასუხობს, რომ ამ ეტაპზე მაგაზე ფიქრიც კი არ შუძლია…

“ყველაფერი იმდენად კარგად არის, რომ ვერ წარმომიდგენია საერთოდ რატომ შეიძლება ეგ გადაწყვეტილება მივიღოთ”.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s