მარკეტინგული შეცდომებისთვის თავის არიდება


დიდი შეცდომაა დროის დაკარგვა ისეთი რაღაცის გამოგონებაში, რაც სხვამ უკვე წარმატებით დანერგა თავის საქმიანობაში.

დაროვილი ცოდნის უგულვებელყოფა მარკეტინგულ ძალისხმევას აუფერულებს და თანამშრომლების დემოტივაციას იწვევს.

ეს ბლოგი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ის ძირითადი შეცდომები, რომელიც გავრცელებულია დღეს მარკეტინგში.

პროდუქტის მიყიდვა მომხმარებლისთვის, რომელსაც ეს არ სჭირდება

გაყიდვების აგენტები თავიანთი კლიენტების ბაზას ქმნიან და რიგითობის მიხედვით უკავშირდებიან მათ. ზოგს ტელეფონით, ზოგსაც პირადად სტუმრობენ.

თუ მომხმარებელს სურვილი აქვს შეიძინოს შეთავაზებული პროდუქტი, მაშინ გაყიდვების აგენტს მოუსმენს და დაელოდება მის წინადადებას.

იმ შემთხვევაში კი თუ მას არ სჭირდება ეს პროდუქტი, არაკორეკტულია, გაყიდვების “ჟინის” გამო, მაინც გაასაღო ის.

ნდობის ფაქტორი დაიკარგება და როცა მომხმარებლი პროდუქტის არასაჭიროებაში დარწმუნდება, უარყოფითად განეწყვება შემდეგში თქვენი შეთავაზებებისადმი.

ინტერნეტ რეკლამირების უგულვებელყოფა

ვიდრე ბიუჯეტს რეკლამისათვის შეადგენდეთ, დაფიქრდით, რომელი საშუალებებით გაავრცელებთ თქვენს სარეკლამო მესიჯს?

ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნება გირჩევნიათ თუ ტელევიზორში გაშვება?

დღეს უკვე მარკეტერები აღიარებენ, რომ რეკლამირების მომავალი არის ინტერნეტში და არა ტრადიციულ მედიაში.

მიუხედვაად იმისა, რომ გაზეთებს ხუთასწლოვანი ისტორია აქვთ, ინტერნეტმა შეძლო საგაზეთო ინდუსტრიის რამდენიმე ათეულ წლიწადში დაჩრდილვა.

ონლაინში თქვენ იხდით იმ რეკლამაში, რომელიც მომხმარებლამდე ნამდვილად მივა. ბეჭდურ მედიაში კი მოგიწვეთ თითეული მკითხველისთვის გადახდა. მათთვისაც კი, ვისაც თქვენი პროდუქტი არ აინტერესებს.

უკმაყოფილო მომხმარებელთან დამოკდებულება

ზოგჯერ გვავიწყდება ფრაზა: “მომხმარებელი ყოველთვის მართალია” და უკმაყოფილო კლიენტებს ცხელ გულზე უფრო გავანაწყნებთ ხოლმე.

როგორც დადებითად განწყობილ ადამიანს სჭირდება მადლობის გადახდა, ასევეა უკმაყოფილოს შემთხვევაში.

თუ მაინც შეცდით და ადამიანი დაიმდურეთ, ეძებეთ საშუალებები, რათა მომხმარებლის გული კვლავ მოიგოთ და ის კიდევ უფრო ერთგული გახდება თქვენი მომსახურების მიმართ.

თუ ამას არ გააკეთებთ, მისი უარყოფითი ენერგია ასობით მომხმარებელს გადაედება.

არააზრობრივი მისიის განაცხადი

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მარკეტერს ბაზარზე სასარგებლო პროდუქცია გამოაქვს, მაინც ვერ აღწევენ დასახულ მიზნებს. რატომ?

იმიტომ, რომ არ აქვთ ჩამოყალიბებული ცხადი მისია. ეს უფრო მეტია, ვიდრე ორ-სამსიტყვიანი სლოგანი.

თქვენ უნდა ეცადოთ, შექმნათ ისეთი მისიის განაცხადი, რომელიც ზუსტად 25 სიტყვაში მოთავსებდა და მომხმარებელს ადვილად დაამახსოვრდება.

პირველ რიგში, უკან უნდა დაიხიოთ და მოუსმინოთ იმდენ მომხმარებელს, რამდენსაც აუცილებელია, იმისათვის რომ გაერკვეთ ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებაში, რომელიც კლიენტს თქვენს პროდუქტთან აკავშირებს.

როცა მიხვდებით, რაშია საქმე, უნდა შეადგინოთ მომხმარებელთან ურთიერთობის ვრცელი ტექსტი, ამოკრიბოთ საუკეთესო სიტყვები და დაიწყოთ ბრეინშტორმინგი და მისიის საუკეთესო განაცხადი შეადგინოთ.

ბრენდის სუსტი კაპიტალი

ბრენდირება მნიშვნელოვანია. შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანიც კი ზოგიერთი პროდუქტის შეფუთვისა და რეალიზების პროცესში, თუმცა კარგი ბრენდის შექმნას დრო და ძალისხმევის გამოჩენა სჭირდება.

ამას ემტება მომსახურების გამოცდილება, ერთგული მომხმარებლის შეძენა, სხარტი და მიმზიდველი კამპანიები, რომლითაც შენდება ბრენდის კაპიტალი.

მეორე მხრივ, შეიძლება, თქვენს რეკლამაში დასმული აქცენტები იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდეს, რომ ბრენდის სახე გადაფაროს პროდუქტის ან მომსახურების დაუვიწყარმა წარდგენამ, რაც ლოგოტიპზე ნაკლები ზრუნვით უნდა იყოს გამოწვეული.

გრძელვადიან პერიოდში თქვენთვის არ არის მომგებიანი ბრენდიც ვიზუალის დავიწყება. დროთა განმავლობაში მას დასჭირდება გახალისება, რადგან იცვლება ტენდენციები და ბრენდის უფრო თანამედვროვე იერი კონკურენტულ უპირატესობას მოგაპოვებინებთ.

მარკეტინგული მუხტის ჩაქრობა

როდესაც საქმე კარგად მიდის, იზრდება შემოსავლების მოცულობა და ახალ მომხმარებელს იძენთ, ჩნდება ცდუნება, შეასუსტოთ მარკეტინგული აქტივობები.

დასვენება კარგია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ძალების აღდგენას ემსახურება და შემდეგ გაორმაგებული მოტივაციით დაუბრუნდებით მიმდინარე საქმიანობას.

სხვა შემთხვევაში, მარკეტინგული ძალისხმევის დიდი ხნით შეწყვეტა, გამოიწვევს მომხმარებლის დაკარგვასა და გაყიდვების ტემპის ვარდნას. ამიტომ უმჯობესია, საქმის კურსში იმყოფებოდეთ და თვალი ადევნოთ ბაზრის მდგომარეობას, რათა სათანადო რეაგირება მოახდინოთ კონკურენტების მოქმედებებზე.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s