უფროსკურსელების მთავარი გამოწვევა


მეოთხე კურსზე გადასვლისას უნივერსიტეტის საგნები საღამოს საათებში, 18:00 საათიდან გადავანაწილე. 

ამ გადაწყვეტილების უმთავრესი მოტივაცია დღის საათებში მუშაობა გახლავთ, რადგან აქტიურად დავიწყე სამსახურის ძებნა, ნაცნობ მეგობრებისა თუ ონლაინ ვაკანსიების მეშვეობით.

უნივერსიტტში მენეჯმენტის სპეციალობას ვეუფლები და ძალიან მინდა, კარიერა მენეჯმენტის კონსალტინგურ ბიზნესში დავიწყო. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად გამეხარდა, როცა თბილისში მოქმედმა ასეთმა კომპანიამ სტაჟირებაზე განაცხადი გამოაქვეყნა.

სტაჟირება ექვს-თვიანი იქნებოდა და საწყის ეტაპზე რეზიუმეები უნდა გაგვეგზავნა. მეც ავდექი და CV საგულდაგულოდ შევუსაბამე აღნიშნულ პოზიციას: ასოცირებული კონსულტანტი.

ზუსტად ერთ კვირაში კომპანიიდან დამიკავშირდნენ და მკითხეს, ვიყავი თუ არა კვლავ დაინტრესებული მათი ვაკანსიით. “რა თქმა უნდა, დიახ” – ეს იყო ჩემი პასუხი და მეორე ეტაპზე ოფისში დამიბარეს.

ვფიქრობდი, ტესტირებას გავივლი – თქო, თუმცა სანაცვლოდ ორი ინგლისურენოვანი ბიზნეს სიტუაცია დამიდეს. მე უნდა ამერჩია აქედან ერთ-ერთი და ქეისში ასახული ამბავი თვალსაჩინოების სახით წარმედგინა მათთვის.

შეიძლება ეს ნახატი, გრაფიკა, დიაგრამა ყოფილიყო. მე ცოტა იუმორს, ცოტა სტატისტიკას, ცოტა დეკორატიულად წერას მივმართე და ჩემი ნახატი გადავეცი.

ეს ეტაპიც წარმატებით გადავლახე და მეორე გასაუბრებაზე მივედი. მოვყევი ჩემს არჩევანზე, სამომავლო გეგმებზე, მათ კომპანიაზე, მენეჯმენტზე.. ბოლოს შეკითხვაც დავუსვი და ამასობაში ნახევარი საათზე მეტი გასულიყო.

წაკითხული მაქვს, რომ ადამიანური რესურსების მენეჯერს აპლიკანტი თუ დასაწყისშივე არ მოეწონა, უშვებს და მისი კანდიდატურა უარყოფითად ფასდება. ჩემს შემთხვევაში 40 წუთი კითხვა-პასუხი, დისკუსიები გვქონდა, უკვე პირობებს მაცნობდნენ და მესამე ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ ხელმძღვანელთან შეხვედრაღა მრჩებოდა.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იმ კვირის ბოლოს არ დამკავშირებიან…

როგორ ვთქვა, იმედი არ გამიცრუვდა – თქო?! დიახ, გამიცრუვდა, თუმცა ვიცოდი, ამაზე ბევრი არ უნდა მეფიქრა.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s