ბაკალავრიატის გამოსათხოვარი სიტყვა


ფინალურმა გამოცდების შემდეგ მეც შევუერთდები წელს ილიაუნის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულთა რიგებს. 

ილიას უნივერსიტეტში სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე დავიწყე. შესანიშნავი პერიოდი იყო. კარიერულ საფეხურზე პირველი ნაბიჯიც ამ დროს გადავდგი. დავაფუძნე “სტუდენტი ჟურნალისტების ლიგა” – კლუბი მედიით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის. ერთად ვაწყობდით შიდა საუნივერსიტეტო ღონისძიებებსა და გასვლით შეხვედრებს.

სწორედ სტუდენტური კლუბი გახდა მომავალში პირველი ორგანიზაციის შექმნის საფუძველი, რომელსაც “ჟურნალისტების ლიგა” დავარქვი.

ეს სფერო ყოველთვის მიზიდავდა და ახლაც ვცდილობ მედიასთან ახლოს ვიყო. უშუალოდ ჩართულიც კი ვარ ახალი ამბების მოძიების, რედაქტირებისა და გავრცელების პროცესში.

მედია ბიზნესი – ეს არის ინდუსტრია, რომელსაც მინდა, უახლოესი წლები დავუთმო.

სიტყვა “ბიზნესი” ტყუილად არ მიხსენებია. სამართლის სკოლაში ორ-წლიანი თავგადასავლის შემდეგ სწავლა ბიზნესის ადმინისტრირებაზე გავაგრძელე. კვლავ ილიაუნიში, ახალი თავგადასავალი დაიწყო.

ვცდილობდი ისეთი საგნები ამერჩია, რომელიც კომუნიკაციების სფეროს უკავშირდებოდა: საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგი, სოციალური მედია.., თუმცა ფინანსებს გვერდს მაინც ვერ ავუვლიდი.

მათემატიკა სკოლის პერიოდიდან დიდად არ მიყვარდა. ამის გამო ვგრძნობდი, რომ ბიზნესის სკოლა ნამდვილი გამოწვევაა ჩემთვის. რაშიც თავს სუსტად გრძნობ, სწორედ იმაში უნდა ივარჯიშო.

ჩემდა გასაკვირად ფინანსური საგნები, რომლებსაც საერთო ჯამში სავალდებულო კურსების ნახევარზე მეტს შეადგენდა, ნელ-ნელა მომწონდა. მათემატიკაც უფრო დავაფასე.

იურიდიულის არ იყოს, ახალ ფაკულტეტზეც პრიორიტეტი სტუდენტური აქტივიზმი იყო. სწორედ ამიტომაც დავაფუძნე დანარჩენი ოთხი სტუდენტური კლუბი: მარკეტინგის, ბლოგინგის, ბრენდინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.

ამ კლუბებში გაწევრიანებული სტუდენტები კი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, რომლებიც ილიაუნიში გავიცანი. ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. ზოგიერთი მათგანი ჩემი კარგი მეგობარი გახდა და მჯერა, მომავალში არაერთხელ გადაიკვეთება ჩვენი პროფესიული გზები.

ლექტორებს რაც შეეხება, ყველა განსხვავებულია. ბევრი მომეწონა, რამდენიმეთი აღფრთოვანებულიც კი დავრჩი. განსაკუთრებული მადლობა კი ჩემს რეკომენდატორებს ეკუთვნით. ნამდვილად დამაკლდება თქვენი ლექციები.

საერთო ჯამში, ორ რთულ დისციპლინას შევეჭიდე: იურისპრუდენციასა და ფინანსებს. როცა ამასთან ერთად სტუდენტურ კლუბებსაც ხელმძღვანელობ, რაღაც უნდა დათმო. ეს რაღაც კი სემესტრში ერთი-ორი საგანი იყო, რომელსაც 100 ქულაზე არ ვისწავლიდი, თუ ინტელექტუალურ სიამოვნებასაც არ მომიტანდა.

ჩემი სიტყვა სრული ვერ იქნება თუ ილიაუნის ბიბლიოთეკის შესანიშნავ თანამშრომლებს არ გადავუხდი მადლობას ხუთი წლის განმავლობაში გაწეული დახმარებისა და ყურადღებისათვის. სწორედ ილიაუნის ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნები იყო მედიასფეროში გათვიცნობიერების ძირითადი რესურსი.

ვისურვებდი, ჩემს უნივერსიტეტთან კავშირის შენარჩუნებასა და თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალში.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s