ხუთი რჩევა, რომელიც სტუდენტობის პერიოდში გამოგადგებათ


1. თუ უნივერსიტეტი საშუალებას გაძლევთ, შექმენით ან გაწევრიანდით სტუდენტურ კლუბებში თქვენი ინტერესების შესაბამისად

სტუდენტური კლუბების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სწავლასთან ერთად აუცილებელი პრაქტიკა მიიღოთ და ძვირფასი დრო სასარგებლოდ გამოიყენოთ. დააგროვოთ ის გამოცდილება, რომელსაც შემდგომში დამსაქმებლები მოგთხოვენ.

ამაში ხელფასს არავინ გადაგიხდით. ერთადერთი მომოძრავებელი ძალა ენთუზიაზმი იქნება, რომელიც მომავალში დაგიფასდებათ.

2. თავი შეიკავეთ არამიზნობრივ საჯარო ლექციებზე დასწრებისაგან, რომელიც ძვირფას დროს გაგაფლანგვინებთ

ლექციები სავალდებულო კურსების განმავლობაშიც ბევრი გექნებათ, რომლებზე ორიენტირებაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საჯარო შეხვედრებს, დღეში ათასი იმართება და ახალწვეულის ცდუნებაა, ყველა მათგანზე პირველ რიგებში დაჯდეს. ისეთებშიც კი, რომელიც მისი პროფესიული მიმართულებისგან შორსაა.

3. ხშირად ისარგებლეთ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით, იკითხეთ ბევრი და აქტიურად იმუშავეთ თვითგანათლებაზე

თავისუფალი დრო წიგნების კითხვას დაუთმეთ. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა თვალსაწიერის გაფართოებაში დაგეხმარებათ და ისეთ თვისებებს აღმოგაჩენინებთ, რომელზეც ადრე არაფერი იცოდით. შესაძლოა, პროფესიული მიმართულების შეცვლაზეც კი დაგაფიქროთ.

4. იყოლიეთ მრჩეველი ლექტორი, რომელსაც იმაზე მინიმუმ ორჯერ მეტი გამოცდილება ექნება, ვიდრე თქვენ გაქვთ დაგროვილი

ადამიანები, რომლებიც ლექციებს გიკითხავენ და თქვენს განვითარებაში წვლილი შეაქვთ, კვალიფიციურები უნდა იყვნენ. ჰქონდეთ მინიმუმ ის უნარები ათვისებული, რაც სილაბუსშია გაწერილი და ახალკურსდამთვრებულებს მოეთხოვებათ მათი დაუფლება.

ჩემთვის გამორჩეული ლექტორი პოზიტიური ადამიანია, რომელიც ყოველთვის ღიაა რჩევების გასაცემად. სალექციო კურსის დასრულების შემდეგაც კი მზად არის ძველი სტუდენტები მიიღოს და გაესაუბროს ხოლმე. მონდომებულ სტუდენტს ის შანსს აძლევს ლექციის ჩატარებისას თანაშემწეობა გაუწიოს და ამით პრეზენტაციისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავებაში დაეხმაროს.

ერთ დღეს ლექტორმა მეც შემომთავაზა ლექციის ჩატარება, რადგან ჩათვალა, რომ დავიმსახურე ეს შანსი. ძალიან ვღელავდი,  როცა ლექტორის ამპლუაში კურსელების წინაშე წარვდექი, თუმცა კარგად მომზადებულმა თემამ მღელვარება გადაფარა და კორპორაციულ სოციალურ პასუხიმგებლობაზე საუბარში დამეხმარა.

გამორჩეული ლექტორი თავისი სტუდენტებისთვის არამარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნის მიცემაზეც ფიქრობს. ის პოტენციური დამსაქმებელიცაა და შესაძლოა, ერთ დღეს თავის კომპანიაში მუშაობა შემოგთავაზოთ.

მდიდარი სამუშაო გამოცდილების მქონე პროფესიონალის პირად მაგალითებაზე დაყრდნობილი ქეისების მოსმენა ნამდვილად ამართლებს. ამ შემთხვევაში რეალური წარმოდგენა გიჩნდებათ კომპანიებში არსებული პოლიტიკისა და თანამშრომელთა ურთიერთობის შესახებ, რა არის სწორი და რა არა.

გააკეთეთ სწორი არჩევანი. ვიდრე ლექტორს აირჩევდეთ, გადახედეთ მისი სამუშაო გამოცდილებასა და სოციალურ ქსელებს. იყოლიოთ ისეთი ლექტორები, რომელთა მზრუნველი დამოკიდებულება დადებითად წაადგება თქვენს მომავალს.

5. დაეხმარეთ კურსელებს და ეს დაგიფასდებათ

დავალების მომზადებისას გადაწერის მაგივრად თემის ახსნით დაეხმარეთ ჯგუფელს. ამით ერთ ცხოვრებისეულ პრინციპს გამოიმუშავებთ: დაუდგე მეგობარს გვერდით არამარტო კეთილდღეობის ჟამს, არამედ გასაჭირის დროსაც. როცა ის იგემებს ნამდვილი შრომის ტკბილ შედეგებს, დამოუკიდებლადაც დაიწყებს უკვე სემინარებისთვის მომზადებას.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s