გასაუბრებიდან გასაუბრებაზე


სამსახურის აქტიურ ძიებაში ვიმყოფები.

ერთი კვირის წინ ამის შესახებ დავდე განცხადება, რომელსაც თქვენი ჩართულობით, ლინკდინზეც მოჰყვა გამოხმაურება.

შემართებით ვარ განწყობილი – გასაუბრებიდან გასაუბრებაზე დავდივარ.

თავისუფალ დროს ბიზნეს ლიტერატურის კითხვასა და თურქული ენის შესწავლას ვუთმობ.

არ მინდა, დრო უქმად ჯდომაში გავატარო. ვიცი, ეს სიკეთეს არ მომიტანს.

ყველაზე რთული უმუშევრობისას ჩვენივე განწყობის გაკონტროლება ყოფილა.

ზღვარზე გვიწევს ყოფნა – მცირე უკანდახევაც კი საკმარისია დეპრესიაში გადასავარდნად.

ამ ყველაფრის ბოლოს კარგი ის რჩება, რომ უფრო უკეთესები ვხდებით. ფოლადის სიმტკიცეს გვიბოძებს ცხოვრება.

სამსახურის ყველა მაძიებელს სწორედ გამძლეობასა და საკუთარ თავზე გამარჯვებას გისურვებთ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ამქვეყნად.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s