იძებნება ზეადამიანი


ლინკდინზე დადებულ ვაკანსიას გამოვეხმაურე და ერთ დამქირავებელთან ვიყავი გასაუბრებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციფიკურ გამოცდილებას ტექსტში არ ითხოვდნენ, მაინც შელამაზებული უარი მივიღე მათგან.

ინტერვიუს დროს ეიჩარმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი პროექტისთვის ისეთი კანდიდატურა გვჭირდება, ვისაც შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილებაც ექნებაო. თან დაამატა, იმის დრო ნამდვილად არ გვაქვს, ახლა მთელი კვირა სწავლებაში დავხარჯოთო.

ამ შეხვედრიდან თვე იქნებოდა გასული, როცა იმავე კომპანიის პოსტი შემხვდა იმავე ვაკანსიაზე და გამეცინა. უბრალო შანსი რომ მოეცათ, შეიძლება ძალიან ერთგული და პასუხისმგებლიანი თანამშრომელი შეეძინათ…

ასეა ეს. “იდეალური” კანდიდატის ძებნაში ხარჯავს ბევრი ქართული ბიზნესი თვეებს, როცა ერთი კვირით უფასო სტაჟირების შესაძლებლობასაც არ აძლევენ მონდომებულ ადამიანს.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s