ნუ გამოეკიდებით სერტიფიკატებს


მთავარი რჩევა მათთვის, ვინც კარიერის დამწყებ ეტაპზეა, არის..

ჩემია: ნუ გამოეკიდებით სერტიფიკატებს.

ნებისმიერ პიროვნებას აქვს უნარი, აითვისოს სიახლე დამოუკიდებლად, ყოველგარი ოფიციალური სწავლების გარეშე.

ბევრ ეტაპს გავდივართ და თითოეული ეტაპი თავისმხრივ გვაიძულებს, გავხდეთ მრავალფუნქციურნი.

პირველი სამსახური ყოველდღიურ პრესაში დავიწყე, სადაც ხელფასს არ მპირდებოდნენ.

რაღაცა დროის შემდეგ რედაქტორს ვკითხე – სერტიფიკატსაც არ გადმომცემთ მეთქი? რაზეც მიპასუხა: ახლავე ამოგიბეჭდავ, თუ ამაში ხედავ მნიშვნელობასო.

მერე ჩემი სტატიაც გამოქვეყნდა გაზეთში და მივხვდი: საუკეთესო, რაც მუშაობის პროცესში მივიღე, კომუნიკაციის გამოცდილება იყო სხვადასხვა რესპონდენტთან.

ამ შენაძენის დასამტკიცებლად არ მჭირდებოდა ფურცელი. მჭირდებოდა მხოლოდ გაუმჯობესებული ნამუშევრები, რაც თვალნათლივ აჩვენებდა ჩემს პროგრესს.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s