ოთხიდან 24 წლამდე


დაბადების დღეებზე უკან გახედვა მჩვევია – წარსულის გასახსენებლად კი კარგი საშუალება ძველი სურათების თვალიერებაა.

სიმბოლურად ბავშვობის ფოტო შემხვდა, სადაც ოთხი წლისა თუ ვიქნებოდი. მეც ძალიან უკან დაბრუნება გადავწყვიტე.

ოთხი წლის ასაკში ბავშვები წესით საბავშვო ბაღში დადიან. მეც ასე უნდა მოვქცეულიყავი, თუმცა იქ ორი კვირაც ვერ გავძელი.

თურმე პატარა საწოლში ვერ ვეტეოდი, ძილსაც ვერ ვახერხებდი, ამიტომ ვდგებოდი და სხვა ბავშვებსაც არ ვაძლევდი მოსვენების საშუალებას.

დედამ მითხრა, რომ ჩემი პირველი სათამაშო ფანქარი და ფურცელი ყოფილა. ხოლო ჯღაბნა საყვარელი საქმიანობა. მაშინაც ამ შემოქმედებითი აქტივობით ვიქნებოდი გართული.

შემდეგ სკოლა დაიწყო. ქართულში დავალებებს დიდი სიამოვნებით ვასრულებდი.

მერვე კლასში ვიქნებდი, როცა ზაფხულის არდადეგებზე ახალი თავშესაქცევი ვიპოვე. ეს სათავგადასავლო ჟურნალის შექმნა იყო.

ჟურნალში ჩემი ხელით ვწერდი ინფორმაციას და შესაბამის ილუსტრაციებსაც ვაკრავდი. ყველა ნომერს თავისი გზამკვლევი და თქვენ წარმოიდგინეთ, რეკლამებიც მოჰყვებოდა.

სკოლაში მასწავლებლებს იმდენად მოეწონათ ჟურნალი “სამყაროს გარშემო”, რომ კედლის გაზეთის რედაქტორად დავინიშნე.

შევკარი პატარა გუნდი, რომლებთან ერთადაც საინტერესო მასალებზე ვმუშაობდი; ვიღებდით ფოტოსურათებს, ვიწერდით ინტერვიუეებს, ვაშუქებდით სასკოლო სიახლეებს.

ისე მოხდა რომ საყვარელი საქმიანობა სტუდენტობის პერიოდშიც საყვარელი იყო.

პირველი ჰონორარი 100 ლარის ოდენობით სწორედ ერთ-ერთმა ქართულმა ჟურნალმა გადამიხადა ტექნოლოგიების შესახებ სტატიების მომზადებისთვის.

ამჟამად კი მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტოსთვის ვამუშავებ მასალებს. 

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s