რატომ არ არის ლინკდინი ფეისბუქი?


ამაზე ბევრჯერ თქმულა და გაზიარებულა უცხოენოვან აუდიტორიაში. ახლა მეც შევაჯამებ მოკლედ: რატომ არ არის LinkedIn-ი Facebook-ი?

უპირველეს ყოვლისა, ეს პროფესიული დანიშნულების სოციალური ქსელი გახლავთ, რომელიც პოტენციურ სამსახურის მაძიებელსა და დამსაქმებელს ერთმანეთთან აკავშირებს.

მისი მიზნობრივად გამოყენება ინოვაციური ბიზნეს იდეების განვითარებასა და გლობალური კონკურენციის მიყოლაში გვეხმარება.

საიტის მეშვეობით ადამიანები არამარტო ვაკანსიების გაცვლით შემოიფარგლებიან, არამედ თავიანთ გამოცდილებას, უნარებსა და მიღწეულ წარმატებებს უზიარებენ ერთმანეთს.

პლატფორმა შექმნილია საქმის საკეთებლად. ლინკდინი არ მიეკუთვნება ფეისბუქივით თავისუფალი კატეგორიის სოციალურ ქსელს, სადაც ყველაფერს არჩევენ – დაწყებული ახალი სერიალის განხილვით დამთავრებული პლაჟზე გადაღებული სურათების გამომზეურებით.

პატივი ეცით სხვებისა და პლატფორმის ინტერესებს.

ბოლოს უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ფეისბუქ მეგობრების ორი მესამედი მაინც არ აქტიურობს ლინკდინზე, რაც არის დაბალი მაჩვენებელი.

ვისურვებდი მეტი ადამიანის ჩართულბას სასარგებლო დისკუსიებში, რაც საერთო კეთილდღეობის გავრცელებას შეუწყობდა ხელს.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s