სხვა სამსახური ვერ ნახე?


უნივერსიტეტის შემდგომ სუპერ მარკეტში დავსაქმდი სტოკერად.

მაღაზიაში შემხვედრი ნაცნობები გაკვირვებულები მეკითხებოდნენ: აქ დაიწყე მუშაობა, როგორ, სხვა ვერაფერი იპოვეო? თითქოს რაიმე სამარცხვინო ჩამედინოს.

ჩვენთან კვლავაცაა გამჯდარი წარმოდგენა, რომ უნივერსიტეტი მთელი ცხოვრების წარმატებული კარიერის გარანტია.

რეალობაში კი თვითონვე ვაშენებთ საკუთარ აწმყოს ისეთს, როგორიც არის.

უკეთესისთვის ვიბრძვით, ვსწავლობთ, გვტკივა და ვვითარდებით.

სასწავლებელი მოგზაურობის ერთ-ერთი გაჩერებაა – არა უმთავრესი.

სრულ განაკვეთზე იმას ვაკეთებდი, რასაც სტუდენტობისას სწავლასთან ერთად. ოღონდ გაცილებით დიდ ბიზნესში, უფრო ხარისხიანად.

კიდევ და კიდევ გავიმეორებდი იმავეს, ვიდრე უკანა ფრონტზე საკმარისად არ მოვძლიერდები მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s