ის დროა, ვთქვა #ვეძებსამსახურს


ჩემი ძლიერი მხარე საერთო ენის გამონახვაა გუნდის თითოეულ წევრთან. მარტივად შევდივარ კომუნიკაციაში და ვინარჩუნებ პოზიტიურ დამოკიდებულებას ბოლო სამუშაო დღესაც კი.

ძველი მენეჯერები დღეს ფასეული რეკომენდატორები არიან, თანამშრომლები კი ძვირფასი მეგობრები, რომლებთან შეხვედრა ერთი ზეიმია.

სწრაფად ვეგუები ახალ გარემოცვას, წეს-ჩვეულებებსა და კორპორატიულ კულტურას.

ვაფასებ ბიზნესს, რომელიც ადამიანებში ინდივიდუალიზმს ხედავს და ზრუნავს მათ განვითარებაზე.

მეტს ვისმენ, მეტს ვმოქმედებ, მომწონს კონკრეტიკა. სიტყვებს ფუჭად არ ვკარგავ. მარტივია ჩემი გადაწყვეტილებების გამოცნობა, რადგან თვითონ ვარ ასეთი პიროვნება – სიურპრიზების ნაკლებად მოყვარული.

რაციონალურად ვჭრი პრობლემებს – ემოციების აყოლის გარეშე.

თავიდანვე ვსაზღვრავ კომპანიისადმი ჩემს მოლოდინებს და პირიქით, რაც შემდგომში იმედგაცრუების რისკს ამცირებს.

ყოფილ ორგანიზაციაში რაც ხდებოდა, იქვე რჩება და ახალ სამსახურში გადასვლისას კითხვებს, რომელიც წინა პოზიციას ეხება, ვპასუხობ ჯადოსნური ფრაზით: “არ ვიცი”.

ერთ ამოცანაში იმდენად ჩაფლობა არ მჩვევია, იქიდან გამოსავალი ვეღარ ვიპოვო. უფრო ზოგადი ცოდნის სიღრმისეულად წვდომისკენ ვიხრები, ვიდრე ვიწრო სპეციალიზაციისაკენ.

მუდმივად ვეძებ ახალ ურთიერთობებსა და საქმის უკეთესად კეთების გზებს. მყარად ვდგავარ იმ აზრზე, რომ აუცილებელია ღირებულებებზე ორიენტირება.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s