იმედის ქონა გვაძლებინებს, გჯეროდეთ უკეთესობის


ორიგინალი

დღეს მინდა გაგაცნოთ ჩემი ლინკდინ მეგობარი, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი თემურ იკოშვილი. 2019 წლიდან საკომუნიკაციო ფირმა “იკოსკოს” საპატიო მმართველი, რომლის საავტორო სვეტები გამოცდილებასა და შედეგებზე ორიენტირებულ საინტერესო ინფორმაციას სთავაზობს მკითხველს.

ჩვენი მეგობრობა ლინკდინის პროფესიული სივრციდან დაიწყო. გავხდით კარიერული დაგეგმვის საკითხებში თანამოაზრეები, რეკომენდატორები და გადავწყვიტეთ ინტერვიუები ჩაგვეწერა ერთმანეთისთვის.

თემური წარმატებული პროფესიონალია თავის საქმეში და მე მჯერა, წინ კიდევ უფრო საინტერესო და სიახლეებით დატვირთული გზა ელოდება 2020 წელს.

– როგორ ხედავ საკუთარ პიროვნებას, რა ღირსებებით გამოირჩევა თემური?

– წარსული გამოცდილებით, დიდი ენთუზიასტი ვინმე ვყოფილვარ.

– რას ნიშნავს შენთვის “იკოსკო პრ” და როგორ დაიბადა ეს იდეა?

– პირველი კარიერული ნაბიჯები ჟურნალისტიკაში გადავდგი, შემდეგ მარკეტინგში გადავინაცვლე. უკვე ერთი წელია, რაც ამ ორი სფეროს გადამკვეთ დისციპლინაში ვმოღვაწეობ. სტრატეგიული კომუნიკაციები ჩემი პროფესიული არჩევანია, იკოსკო კი მისი შემადგენელი ნაწილი. თვითონ სახელი ჩემი გვარიდან – იკოშვილი, გამომდინარეობს. როგორც “იკოს კომუნიკაცია” ან “იკოს კომპანია” შემოკლებით.

– როგორ მიაღწიე დღევანდელ წარმატებას და იყო თუ არა ეს დაბრკოლებების გადალახვა, რომელებმაც მოგიყვანეს წარმატებისკენ?

– შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელს რამდენჯერმე გავზარდე ჩემი გამოცდილება და წარმატებათა ოდენობაც. მანამდე ხუთი წელიწადი პროფესიული საფუძვლის ჩაყრას მოვანდომე.

– რა არის შენთვის მთავარი მოტივაცია, აფირმაცია რომელსაც ეუბნები საკუთარ თავს?

– ჩემს თავს ხშირად ვახსენებ, რომ დრო პროდუქტიულად უნდა გამოვიყენო.

– როდესაც კარიერულ რჩევებს აძლევ ადამიანებს, რა მოტივი გამოძრავებს?

– როგორც ავტორი ბიზნეს საკითხებზე, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, ხშირად დავწერო და მარტივი ენით გადმოვცე ცხოვრებისეული გაკვეთილები.

– როგორ გრძნობ თავს ლინკდინზე, რას უსურვებდი ქართულ საზოგადოებას ამ სივრცეში?

– ვისურვებდი, ბევრმა ადამიანმა დანერგოს პრაქტიკაში ლინკდინი, რომელიც აგერ უკვე ნომერ – 1 სოციალურ ქსელად გავიხადე.

– ადამიანს, რომელსაც ჰგონია, რომ არ უმართლებს, ვერ პოულობს სამსახურს და მუდმივ გაღიზიანებაში იმყოფება, რას ურჩევდი?

– იმედის ქონა გვაძლებინებს და გვაძლიერებს. ჩემი რჩევაც ამაში მდგომარეობს – გჯეროდეთ უკეთესობის!

– სწავლობ თუ არა საკუთარ შეცდომებზე?

– მეტწილად კი, თუმცა იმასაც ვიაზრებ, რომ შეცდომები მუდმივად თან გვდევს.

– როგორ შემართება გაქვს 2020 წლისთვის და რა არის შენი მამოძრავებელი ძალა, რომელსაც მიყავხარ მიზნებისკენ? აპირებ თუ არა დანებებას ოდესმე?

– დანებებას არა, თუმცა ამ რეჟიმით მუშაობა თუ გავაგრძელე, 2020-ში ძალების აღდგენა არ მაწყენდა.

– წარმატებები თემურ!

ინტერვიუ ჩაწერილია თეა კუჭავასთან

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s