დაბრკოლებებს მივყავართ გამარჯვებისკენ


თეა კუჭავას ინსპირაციული ლინკდინ პოსტები არაერთხელ გამხდარა ჩემთვის დღის პოზიტივის მიზეზი. ეს არის ადამიანი, რომელიც უანგაროდ გასცემს რჩევებს რეზიუმის შედგენისა და სამსახურის ძიების სპეციფიკაზე. ჩვენი ნაცნობობაც სწორედ საქმიანი სოციალური ქსელიდან დაიწყო და რეკომენდაციების გაცვლით დაგვირგვინდა. ახლა კი გადავწყვიტეთ ინტერვიუებიც გავცვალოთ. ქვემოთ სწორედ მის გულწრფელ პასუხებს იხილავთ კარიერული განვითარების თემაზე.

– თეა, მომიყევი შენი გამოცდილების შესახებ, როგორ დაიწყე კარიერა?

– ცხოვრებაში არასდროს მქონია ფუფუნება, უბრძოლველად მიმეღო თუნდაც მცირედი. ადრეულ ასაკში გავაცნობიერე, რომ ბრძოლას და შრომას ყოველთვის ექნებოდა აზრი. იქნებოდა დაბრკოლებები, დაცემა, მაგრამ წამოდგომას ყოველთვის შევძლებდი, თუკი ეს თავად მენდომებოდა.

“ერთ დღესაც ავდექი და დავივიწყე ჩემი კომპლექსები (მაგისტრატურის დიპლომი, უცხო ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა, კარგი სამუშაო გამოცდილება) და “მივაწექი” დასახულ მიზნებს.

“კეთილი ადამიანის დახმარებით მომეცა შანსი მოვხვედრილიყავი გასაუბრებაზე საერთაშორისო კომპანიაში უცხოელებთან და იმ დღეს ზუსტად ვიცოდი, სახლში არ დავბრუნდებოდი კონტრაქტის გარეშე. ზუსტად ეს სიტყვები ვუთხარი, როდესაც მკითხეს, რატომ მსურდა იქ მუშაობა/რა შემეძლო.

“სამშენებლო სფერო ჩემთვის უცხო იყო, მაგრამ მიზნები და შემართება უკან დახევის საშუალებას არ მაძლევდა. მე ეს შანსი მომეცა და მივიღე დიდი მადლიერებით.

“შემდეგ მოვიდა საქმის სიყვარული, რომელშიც ბევრი ენერგია ჩავდე. განვვითარდი, ვისწავლე. იყო დაფასება და მიღწევები, რის გამოც კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ გზაზე შემხვდა.

“განვითარება გრძელდება დღემდე და ეს დაუსრულებელი პროცესია წარმატებებისკენ მიმავალ გზაზე. გზაზე, რომელზეც არის დაბრკოლებებიც და მარცხიც! მაგრამ ყოველი წამოდგომა უფრო ადვილი ხდება ხოლმე, როდესაც ზურგს გიმაგრებს გამოცდილება, ცოდნა, საკუთარი თავის რწმენა და მოტივაცია.

– რას ურჩევდი მათ, ვისაც არ აქვს დიდი სამუშაო გამოცდილება?

– ყოველი ადამიანი მეომარი უნდა იყოს და ებრძოდეს თავის შიშებს, ამარცხებდეს მათ და იპოვებდეს თავისუფლებას. იხვეჭდეს მამაცის სახელს, პირველ რიგში, საკუთარ თავთან.

“იყავი მამაცი და არ შეგეშინდეს დღევანდელი რეალობის. გახსოვდეს, სამუდამოდ გადაულახავი პრობლემა არ არსებობს. არსებობს შიშები, როლებიც ქმნიან პრობლემებს.

“მიიღე რეალობა, გაანალიზე რა გჭირდება, რა გაკლია და დასახე მოქმედების გეგმა. თუ შენ გულით იწამებ და დაიჯერებ, რომ შენ ეს შეგიძლია, ამას აუცილებლად შეძლებ.

“გაწრთვენი შენი გონება ყოველდღიური მიზნების ასასრულებლად. ისწავლე საკუთარ  თავთან მუშაობა. შეიძლება გრძნობდე ძლიერ გულისცემას და მღელვარებას, როდესაც დაბრკოლების გადასალახად ემზადები, მაგრამ ამას ნუ დაარქმევ შიშს – დაარქვი გამბედაობა, სიძლიერე, მოქმედება. 

– ერთი თვისებარომელიც ყველაზე მეტად გეხმარება წარმატების მოპოვებაში, არის..? რატომ?

– გამბედაობა. გამბედაობის გარეშე ვემსაგვსებით მშიშარა ადამიანს, რომლის დანახვაც არავის არ სიამოვნებს.  იყო გამბედავი, ნიშნავს გჯეროდეს საკუთარი თავის.

– რატომ გადაწყვიტე საქველმოქმედო საქმიანობის დაწყება? როგორ განვითარდა მოვლენები?

– “საქველმოქმედო საქმიანობა”, ვფიქრობ, ხმამაღალი ნათქვამია.

“უბრალოდ, როდესაც დროს გამოვძებნი, ვცდილობ დავეხმარო იმ ადამიანებს, ვისაც შეიძლება ვჭირდებოდე იმ მომენტში და მივცე სტიმული, რათა დაიჯერონ წარმატების და შესაძლებლობების.

“გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, გავუკუთე ასეულობით ადამიანს რეზიუმე და ვეცადე ჩემი დადებითი ენერგია და მადლიერების გრძობა გადამეტანა მათ ისტორიებში.

“გულით ვუსურვებ ყველას წარმატებებს. მე ეს უბრალოდ მაბედნიერებს.”

– დასაფასებელია თეა. რაანიჭებ პრიორიტეტებსროდესაც ბიზნეს რჩევას აძლევ დაინტერესებულ ადმიანს?

– პირველ რიგში, უნდა დაინახოს ადამიანმა თავის შესაძლებლობები რეალურად. იცოდეს, რა სურს სინამდვილეში, დასახოს პრიორიტეტები, მოიძოს რესურსები და იმუშაოს იდეებზე! არ იყოს წინასწარ განწყობილი მარცხისთვის. ეს უმთავრესია. როდესაც საქმეს იწყებ, არ უნდა ფიქრობდე მარცხზე.

– ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც აქამდე მიგიღია? რა გასწავლა ამ გაკვეთილმა?

– ყველაფერი წარმავალია. უფროსები უბრალო ადამიანები არიან და არ ღირს მათი განდიდება. არ უნდა ენდო ზედმეტად ადამიანებს, რომელთან ერთად მუშაობ.

“შედეგად  მოდის იმედგაცრუება და ეს უნდა მიიღო რეალობად. როდესაც ახალ ეტაპს ვიწყებ, უკან ვიხედები და ვაანალიზებ თუ რა გამოვიარე, როგორი ადამიანები შემხვდნენ, რატომ გამიცრუვდა იმედები..

“მაშინვე ვრთავ ,”ფილტრს” და ყოველივე ცუდს და არაპოზიტიურს უკან ვიტოვებ. მაგრამ არასდროს ვივიწყებ გადალახულ სირთულეებს, ისინი ახალ გზაზე მაძლიერებენ. არ დატოვო ის, რითაც ამაყობ.”

– როგორ აღიქვამ ფრაზასცხოვრება მოგზაურობაა და არა ერთ ადგილზე გაჩერება”?

– ნამდვილად, ცხოვრება ერთი დიდი მოგზაურობაა. ის არ შეიძლება იყოს ერთ ადგილზე გაჩერება. გაჩერდები და არსებობას წყვეტ. მოგზაურობ და გეძლევა არჩევანი, სად წახვალ, როდის და ვისთან ერთად.

– ახლა ორი სიტყვით ლინკდინზე და იქ არსებულ ქართულ საქმიან ქსელზე. როგორ იყენებ საიტს, რაში გეხმარება, რაში არა

– ერთი წლის წინ ძალიან დამეხმარა ლინკდინი. შემთხვევით შევხვდი ძალიან კეთილ და პროფესიონალ ადამიანს, რომელმაც მიაწოდა ჩემი რეზიუმე საოცნებო ფირმას და მისი ამ უანგარო დახმარებით მოვხვდი კომპანიაში, რომელზეც წლები ვფიქრობდი.

“ლინკდინი გეხმარება მაშინ, თუ სწორად გამოიყენებ. სწორ ადამიანებს იპოვნი, არ დაელოდები ვინ როდის დაგეხმარება და პირველი შენ გადადგამ ამ ნაბიჯს.

“მე საერთოდ არ მომწონს ტერმინი “ქართული ლინკდინი”. ეს არის საერთაშორისო სივრცე და მინდა დარჩეს ამ დონეზე და არ შეიცვალოს. როგორც კი ვხედავ ჩემს ვოლზე ზედმეტად არაპროფესიონალიზმს ნებისმიერი ეროვნების ადამიანის მხრიდან, ვცდილობ გავაქრო ხილვის არეალიდან.

“აქ არის ადგილი ისწავლო, განვითარდე, დაეხმარო, მიიღო დახმარება. იყო პროფესიონალი შენი საქმის და უბრალოდ პოზიტიური ადამიანი!

– ბოლოსკენ გკითხავ, უახლოეს მომავალში რა გეგმები გაქვს?

– ჩემი უახლოესი გეგმები მთლიანად უკავშირდება ჩემს ოჯახს და ჩემს მომავალ შვილს. პარალელურად ვმუშაობ  წიგნზე, რომელიც წარმოადგენს მოტივაციას და შემართებას, თუნდაც იმას, რომ დაბრკოლებებს  აუცილებლად მივყავართ წარმატებისკენ.  2020 წლიდან კი ვიწყებ ახალი დაბრკოლებების გადალახვას, წარმატებების ახალ ბილიკზე მოსახვედრად.

“მადლობას გიხდი თემურ, საინტერესო კითხვებისთვის! მიხარია, რომ ჩვენი მეგობრობა სწორედ ლინკდინზე შედგა.”

– მადლობა თეა.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s