ბიზნესზე, შეცდომებსა და ახალი წლის გეგმებზე


ვიქტორია საკუროვას ბიზნეს ისტორიები საინტერესოა და პირად გამოცდილებას ეყრდნობა, ამიტომაც მოხარული ვარ, მასთან ჩაწერილი ინტერვიუ შემოგთავაზოთ.

ვიქტორია, ამჟამად რა საქმიანობით ხარ დაკავებული?

– ამჟამად ვარ ბიზნესის განვითარების მენეჯერი ორ კომპანიაში: Forever Unique (ბრიტანეთი) და Embedded LORD (საქართველო).

– 12 წლიდან გაყიდვებში, როგორ შეაფასებდი განვლილ გზას?

– ძალიან რთული. როცა ვიწყებდი, დედაჩემმა მითხრა: “სირცხვილია, 12 წლის ბავშვი ვყიდდე რამეს, რას იტყვის ხალხი”. აი, ასე დაიწყო ყველაფერი.

“ჯერ კოსმეტიკას ვყიდდი, მერე პარფიუმერიას, ფეხსაცმელს, ტანსაცმელს. სუპერმარკეტშიც ვმუშაობდი მოლარედ.

“18 წლისამ დავიწყე საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერად მუშაობა ტანსაცმლის ბრენდში, სახელად “ლალო”. მერე დამემატა კიდევ ორი სამსახური მსგავს პოზიციაზე. ლიბანშიც ბიზნესის განვითრების მენეჯერი ვიყავი ორ კომპანიაში და ასე მოვედი დღემდე.”

– მომიყევი ლიბანში მიღებულ არაბულ გამოცდილებაზე?

– მეგონა, ყველაფერი დაგეგმილი მქონდა, თუმცა იმდენ დარბკოლებას შევხვდი და იმდენი მოულოდნელი რამ მოხდა, რომ ჩემი არაბული გამოცდილება სირთულეებთან ბრძოლად იქცა – ისეთ სიტუაციებში, როცა მარტო ხარ და ვერავის სთხოვ დახმარებას. ძალიან, ძალიან გამომადგა და გამომადგება ლიბანში მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილება პრაქტიკაში.

– რატომ არ უნდა გავჩერდეთ, როცა ბიზნესში რაღაც არ გამოდის?

– შეცდომაა უპირველესი მასწავლებელი და თუ რაღაც არ გამოგვდის, უნდა გვიხაროდეს, რადგან შემდეგ ცდაზე აუცილებლად უკეთესად გამოვა.

“ჯერ არ მსმენია წარმატებული ბიზნესის შესახებ, რომელსაც დასაწყისიდანვე უპრობლემოდ ყველაფერი გამოუვიდა.

“არ არსებობს წარმატება, რომელიც მიუღწევადია ადამიანის შესაძლებლობების ფარგლებში. უბრალოდ არ უნდა გაჩერდე, მორჩა.”

– ფილოსოფია, რომელსაც ცხოვრებაში მისდევ..

– ძალიან მიყვარს გამოთქმა, რომელიც შარშან მომაფიქრდა: “შეცდომები კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ არ გავჩერდეთ”.

“ამიტომ, ყოველთვის, როცა რამეში ვცდები, არ გავთვალე, არასწორად გამოვიდა, ვუყურებ სიტუაციას პოზიტიურად და საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას: რა შეიძლება აქედან ვისწავლო?”

– მშვენიერია. ახლა ლინკდინზეც ორი სიტყვით..

– როგორც იცით, ლინკდინი ჩემი ფავორიტი სოც-ქსელია. უკარგესი ადამიანები გავიცანი და ვიცნობ ყოველდღე. მუდმივად ყველას მოვუწოდებ ლინკდინზე გააქტიურებისკენ, რადგან მართლაც რომ საუკეთესო გზაა ახალი გამოცდილების, კავშირებისა და პროფესიული ცოდნის გაზიარებისთვის.

– გავიგე, მოხალისე ტრენერობას იწყებ. რამ გადაწყვეტინა ეს საქმიანობა?

– მივხვდი, რომ უნდა გავმცდარიყავი ტრენერობას პატარა, შინაურულ წრეში და რაც მთავარია, უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი ლინკდინის საზოგადოებისგან, რამაც კიდევ უფრო დიდი შემართება მომცა.

“ახლო მომავალში იხილავთ ინფრომაციას იმ კომპანიებზე, რომლებმაც გამოხატეს სურვილი იმისა, რომ მათ კომპანიაში ჩავატარო ტრენინგი/სიტყვით გამოსვლა/ლექცია.

“უკვე ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი ჩემთვის.”

 – 2020-ისთვის როგორ ემზადები? თუ დაისახე უკვე მომავალი წლის მთავარი ამოცანები?

– ძალიან აქტიურად. სხვათაშორის, ბევრი ადამიანი წლის დასაწყისს ელოდება საინტერესო საქმიანობის დასაწყებად, მე კი, რატომღაც წლის დასასრულს უფრო გავაქტიურდი: ვწერ, ვმუშაობ, ვაკეთებ განათლებაზე პროექტს, ვსწავლობ პროგრამირებას, დავიწყე სიარული ცეკვაზე – ერთი სიტყვით, ძალიან აქტიური ვარ.

“ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი კარგი და საინტერესო ადამიანი გავიცნო და მომავალ წელს ქართულ კომპანიებში უფრო ჯანსაღი და ჰარმონიული ორგანიზაციული კულტურა იყოს, ვიდრე წინა წლებში.”

– დიდი მადლობა თემურ, ინტერვიუსთვის!

– მადლობა შენ, ვიქტორია. ყველაფერი საუკეთესო ახალ 2020 წელს!

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s