PRანაბანა


პოსტს პიარ ანაბანა დავარქვი, რადგან ყველაზე საბაზისო საკითხებზე მექნება საუბარი, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის მომავალმა სპეციალისტებმა უნდა გაითვალისწინონ.

პირველ რიგში, თუ ამ სფეროში აპირებთ განვითარებას, პიარი მარკეტინგისგან გამოყავით, რადგან ორივე დისციპლინას განსხვავებული მიდგომები და ხედვები გააჩნია. ერთი ამბობს, მოდი, ვიმეგობროთ; მეორე კი – მოდი, გავყიდოთ.

(სხვა საქმეა, როცა ბიზნესის საერთო მარკეტინგულ კომუნიკაციებში ხდება PR-ის ინტეგრაცია)

რაც უფრო დიდია კომპანია, მით უფრო კომპლექსურია მასში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და უფრო რეალურად ასახავს სფეროს დანიშნულებას. მცირე კომპანიებში კი რამდენიმე თანამდებობა ერთი ადამიანის, ხშირად დამფუძნებლის პასუხისმგებლობაშია თავმოყრილი.

კრიზისული კომუნიკაცია, ბრენდინგი, მედიასთან ურთიერთობა – ეს ის ძირითადი ელემენტებია, რომელიც PR-ს ეკუთვნის და ყველა კომპანია, სამთავრობო დაწესებულება თუ საჯარო პირი ყოველდღიურად მიმართავს.

დღეს რომ პიარ პროფესიონალი იყო, მხოლოდ ტრადიციული განათლება არ არის საკმარისი. აუცილებელია ასევე მედიაში მაღალი გათვიცნობიერებულობის დონე და ბიზნეს პროცესების ცოდნა. ხოლო თუ სამთავრობო პიარს აირჩევთ, მაშინ ამ ყველაფერს პოლიტიკაში გათვიცნობიერებაც უნდა დაუმატოთ.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s