ნინო ნიქაბაძე – მწვანე მეწარმე საქართველოდან


სწავლობდა ევროპაში საერთაშორისო ურთიერთობებზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მწვანე მეწარმეობა დაიწყო. გაეროში სტაჟირებასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა, რომელიც გარემოზე ზიანის შემცირებას ისახავს მიზნად. კარიერული განვითარების თავის გზასა და სამომავლო გეგმებზე ნინო ნიქაბაძე ინტერვიუში მესაუბრება.

– დავიწყოთ ლიტვაში საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლის პერიოდიდან.

– ლიტვაში წასვლა ჩემთვის გარდამტეხი მოვლენა იყო; მივიღე დიდი გამოცდილება და გავხდი უფრო დამოუკიდებელი ადამიანი.

სწავლასთან ერთად არასდროს არ ვამბობდი უარს საერთაშორისო ღონისძიებებსა და კონფერენციებში მონაწილეობაში. აქედან დაიწყო ჩემი წარმატება.

თვითრეალიზებას, მეტ კომუნიკაციასა და პრაქტიკული ცოდნის მიღებას გვერდი არ უნდა ავუაროთ. რამდენიმე საერთაშორისო კომპანიაში მიმუშავია სტაჟიორად, საიდანც დიდი პრაქტიკული გამოცდილება წამოვიღე.

– ზუსტად ახლა უნდა მეკითხა პირველ სამსახურზე.. როგორ განვითარდა მას შემდეგ თქვენი კარიერული გზა?

– პირველი ოფიციალური სამსახური საქართველოში მქონდა, ვიყავი ადმინისტრაციული ასისტენტი ერთ-ერთ კომპანიაში.

საშუალება მომეცა არამარტო ადმინისტრაციაში მემუშავა, არამედ მარკეტინგულ პროექტების დაგეგმარებაში მიმეღო მონაწილება. ამან სწორი ბიძგი მომცა.

– შემდეგი იყო გაერო. ჩამოთვალეთ აუცილებელი ეტაპები, რომელიც იქ სტაჟირებისთვის დაძლიეთ.

– გაეროს განვითარების პროგრამაში მოსახვედრად საკმაოდ დიდი გზა გავიარე. არ ველოდი, რომ ოთხი ეტაპის დაძლევა მომიწევდა, რომელიც დაახლოებით სამი თვე გრძელდებოდა.

პირველი და მეორე ეტაპი ძირითადად აპლიკაციის ფორმის შევსებას, სამოტივაციოს და რეკომენდაციებს მოიცავდა.

მესამე ეტაპზე უკვე დავალების შესრულება მომიწია. ხოლო მეოთხე, საბოლოო ეტაპზე იყო გასაუბრება. ზოგჯერ დანებება მინდებოდა, თუმცა სურვილი იმხელა მქონდა, რომ ვიცოდი ბოლომდე უნდა მივყოლოდი.

– მდგრადი განვითარების სფეროსთან საქმიანობის დაკავშირება, ალბათ, საერთაშორისო გამოცდილებამ გადაგაწყვეტინათ..

– ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მაკლდა. ბევრი მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ მდგრადი განვითარება იყო ის, საიდანაც ყველაფერი ახლიდან უნდა დამეწყო.

ევროპაში ამ თემას ყველაზე მეტ დროს უთმობენ და მეგონა, რომ საქართველოშიც იგივე სიტუაცია დამხვდებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ესე არი იყო.

ძალიან მიხარია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მეტმა ორგანიზაციამ დაიწყო მდგრად განვითარებაზე მუშაობა. აცნობიერებენ მის დადებით ეფექტს.

– მწვანე მეწარმეობაც მდგრადი განვითარების ნაწილია? ამ მიმართულებით დღეს საქართველოში მდგომარეობა შგვიფასეთ.

– ბევრ ადამიანს მწვანე ეკონომიკა და მწვანე მეწარმეობა არსწორად ესმის. ისინი ამ მიმდინარეობას არამომგებიანად აღიქვამენ.

მოკლედ რომ გითხრათ, მწვანე მეწარმეობა არის სოციალური მეწარმეობა, რომელიც ითვალისწინებს გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენებას.

კვლევების თანახმად, მწვანე მეწარმეებს აქვთ დიდი განვითარების პოტენციალი და ბაზრის აღების პერსპექტივა.

დიდი იმედი მაქვს, საქართველოში უფრო გაიზრდება ასეთი წამოწყებები.

– ბიზნეს დეველოპერის კუთხიდან, წარმატების ფორმულა..

– სწორ დროს, სწორ ადგილას, საიმედო პარტნიორთან ერთად ბევრი მუშაობა და არასდროს დანებებაა – ჩემთვის წარმატების ფორმულა.

ბევრჯერ ყოფილა პერიოდი, როდესაც მიფიქრია, რომ აზრი აღარ ჰქონდა კონკრეტული საქმიანობის გაგრძელებას, თუმცა გამოცდილებამ მასწავლა ფეხზე წამოდგომა. ყველას ვეტყოდი, არასოდეს დანებდნენ და სიტუაცია შემოატრიალონ ისე რომ წარმატებულად აქციონ თავიანთი იდეები.

– ახალ იდეასა და მის მოლოდინებზე მომიყევით ორიოდე სიტყვით.

– CSD INTERNATIONAL-ის ახალი პროექტი, რომელიც ძალიან მალე დაანონსდება ითვალისწინებს ახალგაზრდების მაქსიმალურ ჩართულობას ახლა უკვე საერთაშორისო პროექტებში.

გვექნება როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი პროექტები მდგრადი განვითარების თემის გარშემო. ამჟამინდელი პროექტები მოიცავს გარემოს დაცვისა და “მწვანე მეწარმეობაზე” ცნობადობის ამაღლებას. თანაც უკვე საკმადო ძლიერი თანაპარტნიორები გვყავს ევროპის ქვეყნებიდან.

– როგორია თქვენი მუშაობის სპეციფიკა?

– კოლეგებს აქვთ თავისუფალი გრაფიკი, რაც წარმატებულად მუშაობს ჩვენი ორგანიზაციისთვის. მივიჩნევ, რომ არ არის საჭირო ადამიანი ოფისში დილის 9 საათიდან საღამოს 7-მდე იჯდეს, რათა კონკრეტული საქმე გააკეთოს.

გვსურს უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ჩვენს პროექტებში. დავასაქმოთ ისინი და მივცეთ საშუალება, იმუშაონ ნებისმიერი ადგილიდან, რაც უკვე დაინერგა ჩვენს კომპანიაში.

ძალიან მალე გავუშვებთ ასევე ბლოგს, სადაც წარმოვაჩენთ, როგორ შეიძლება ვიცხოვროთ ისე, რომ ბუნებას ზიანი არ მივაყენოთ.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s