ინგლისური ენა აგარაში 1 ოქტომბრიდან Dabaagara


1 ოქტომბრიდან დაბა აგარაში ინგლისურის სასაუბრო კურსი იწყება, რომელსაც თემურ იკოშვილი გაუძღვება.

თემური ინგლისურს თავისუფლად ფლობს. აქვს საზღვარგარეთულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება, სადაც კომუნიკაცია მხოლოდ ამ უცხო ენაზე მიმდინარეობდა.

საერთაშორისო ფორუმებზე ის ასევე საუბრის ცოცხალ პრაქტიკას იღებდა ამერიკელებთან, ბრიტანელებთან, ჩინელებთან და სხვა უამრავი ეროვნების ხალხთან.

სწავლება წარიმართება არამარტო თეორიის საშუალებით, არამედ პირისპირ კომუნიკაციითაც, რათა მისი გავლის შემდეგ მეტყველების დაწყება გაგიმარტივდეთ.

კურსი ისეთ მსმენელებზეა გათვლილი, ვისაც ენა სამსახურისთვის, უცხოეთში გამოსაყენებლად ან სასკოლო მიზნებისთვის ესაჭიროებათ. მიღება 13 წლის ასაკიდან. ჯგუფები შედგება მაქსიმუმ ხუთი მსმენელისგან. მალე მცირეწლოვნებიც დაემატებიან.

დეკემბერში, საბაზისო ეტაპის დახურვის მერე განვითარების ინდივიდუალურ გეგმას დავსახავთ და სურვილის შემთხვევაში, მომავალ წელსაც გააგრძელებთ მეცადინეობას.

წარმატებულ მოსწავლეებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

გაკვეთილები იგეგმება კვირაში სამი დღე. ადგილმდებარეობა: რუსთაველის ქუჩა №5.

ყოველთვიური გადასახადი თითო მოსწავლეზე შეადგენს 45 ლარს (საცდელი პირველი მეცადინეობა უფასო იქნება). ყველაზე ადრე ჩაწერილი ათი მსმენელისთვის საფასურია 30 ლარი თვეში. გადახდა ხდება წინასწარ.

რეგისტრაცია 20 სექტემბრის ჩათვლით ტელეფონზე: 598 212 687. დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ნომერი.

წინ გელით ყველაზე ინოვაციური, მხიარული და ეფექტური დღეები უცხო ენის ზღაპრულ სამყაროში. ინსტრუქტორის მრავალფეროვანი გამოცდილების დასტურად თან ვურთავთ ფოტო გალერეას.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s