ძალიან ადრეა დანებებისთვის


ჩემი მოსწავლის შემყურეს გუშინ ამიწყლიანდა თვალები

გოგონა ინგლისურში სამეცადინოდ ჩაეწერა და გაცნობითი შეხვედრის შემდეგ აღარ გამოჩენილა. კონტაქტზეც ვერ გავედი და ჩავთვალე, გადაიფიქრა სწავლა – თქო.

სვეტიცხოვლობას ბავშვები დავასვენე, თუმცა მოულოდნელი ძახილის ხმა შემომესმა.

გავიხედე და კართან ეს დაკარგული მოსწავლე იდგა.

მითხრა, გაცნობითი მეცადინეობის მერე წუთებს ვითვლიდი, ექვსი საათი როდის გახდებოდა, მაღაზიიდან გაკვეთილზე გამოვქცეულიყავიო, მაგრამ…

მარკეტის მეპატრონემ, რაც ახალი ამბავი შეიტყო, ზედმეტ საათებსაც ტოვებს სამუშაოდ.

მითხრა, თუ შეიძლება, თქვენი ფურცლები ვითხოვო, ახსნილ თემებს სადაც გვიწერდითო.

შემოვიპატიჟე, მთელი განვლილი მასალა შევაჯამეთ. ორ საათზე მეტი ვიმეცადინეთ და შევთანხმდით, რომ დანებებისთვის ჯერ ძალიან ადრეა.

არ იმსახურებს ის, ამხელა წვალებად უჯდებოდეს სწავლა, თუმცა მჯერა თავის ჯგუფელებზე არანაკლებ ცოდნას წაიღებს.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s