ჩემი მოსწავლის შემყურეს პირველად ამიწყლიანდა თვალები
გოგონა თურქულში სამეცადინოდ ჩაეწერა და გაცნობითი შეხვედრის შემდეგ აღარ გამოჩენილა. კონტაქტზეც ვერ გავედი და ჩავთვალე, გადაიფიქრა სწავლა – თქო.
სვეტიცხოვლობას ბავშვები დავასვენე, თუმცა მოულოდნელი ძახილის ხმა შემომესმა.
გავიხედე და კართან ეს დაკარგული მოსწავლე იდგა.
მითხრა, გაცნობითი მეცადინეობის მერე წუთებს ვითვლიდი, ექვსი საათი როდის გახდებოდა, მაღაზიიდან გაკვეთილზე გამოვქცეულიყავიო, მაგრამ…
მარკეტის მეპატრონემ, რაც ახალი ამბავი შეიტყო, ზედმეტ საათებსაც ტოვებს სამუშაოდ.
მითხრა, თუ შეიძლება, თქვენი ფურცლები ვითხოვო, ახსნილ თემებს სადაც გვიწერდითო.
შემოვიპატიჟე, მთელი განვლილი მასალა შევაჯამეთ. ორ საათზე მეტი ვიმეცადინეთ და შევთანხმდით, რომ დანებებისთვის ჯერ ძალიან ადრეა.
არ იმსახურებს ის ამხელა წვალებად უჯდებოდეს სწავლა, თუმცა მჯერა თავის ჯგუფელებზე არანაკლებ ცოდნას წაიღებს.