ურთიერთპატივისცემას გამოვხატავდეთ


მოცემულ ჯგუფში მყავს უფროსკლასელები. ერთ-ერთი მათგანი დანარჩენს ინგლისურ სიტყვებს უსწორებს, რომელთაც თვითონ უკეთესად გამოთქვამს.

ირონიულ გამომეტყველებასაც ხშირად ღებულობს და დავალებას ზერელედ ასრულებს. რვეულს დაიჭერს ხოლმე, ვითომ კითხულობს. რეალურად არაფერი უწერია.

გაკვეთილის შემდეგ ასეთი რამ ვუთხარი: თუ ფიქრობთ, რომ ინგლისურად ჯგუფელებზე უკეთ მეტყველებთ და წარმატებით ჩააბარებთ ახალი დონის ტესტს, უფრო “ძლიერებთან” გადაგიყვანთ – მეთქი.

დამეთანხმა.

“რადგან ასეა, ნუღარ აგრძნობინებთ მეგობრებს, თითქოს ყველაზე ბევრი იცით. სანამ ამ ჯგუფში ხართ, დავალებებიც წესისამებრ ჩამაბარეთ.”

მიხვდა, რაც ვიგულისხმე და ახლა შემდეგი გაკვეთილის მოლოდინში ვარ.

ერთმანეთის მიმართ პატივისცემას მინდა გამოხატავდნენ მოსწავლეები.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s