ეს თემურია, ინგლისურის ინსტრუქტორი


იდეის შესახებ

ყველას გვაქვს გამონათების მომენტი, როცა განსაკუთრებული აზრი გვებადება. უცხო ენათა სწავლების იდეა აგარაში, ჩემს ეზოში მომივიდა არსებულ შესაძლებლობებზე ფიქრისას.

უცხო ენები

ერთხელ დაბაში ამერიკელები ჩამოვიდნენ და საზაფხულო ინგლისურის კურსი დაიწყეს. მაშინ მე-6 კლასში ვიქნებოდი და დიდი ინტერესით ჩავეწერე.

განსაკუთრებულად ფინალური დღე მახსენდება, როდესაც კლასი ორ გუნდად დაგვყვეს და დაფაზე გავლილი სიტყვები დაგვიწერეს. სიტყვების 90% გუნდიდან მე დავასახელე ინგლისურად.

განვითარება

თბილისში ცხოვრების პერიოდში ყველა შესაძლებლობას ვიყენებდი უცხო ენების სწავლისთვის. ბიბლიოთეკებში სიარული იქნებოდა, კურსების გავლა, თუ საუბარი ნეიტივ სპიკერებთან.

IKOSCO & TemIk

“იკოსკო” დავარქვი ინგლისურის, ხოლო “თემიკი” თურქულის სწავლების მეთოდებს. ორივეს აქტიურად ვხვეწავ და ვიყენებ მოსწავლეებთან.

მოსწავლეები

სხვადასხვა ასაკის მსმენელები მყავს, რომლებსაც აერთიანებთ მიზანი: დაიწყონ უცხო ენაზე მეტყველება. დღეში 8-10 საათი მაინც ვუთმობ გაკვეთილებს. მათ შორის შაბათ დღეს სხვა სოფლიდანაც ვიღებ მოსწავლეებს.

ახლო მომავალი

ვაპირებ ენათა დაუფლების ჩემეული ტაქტიკის განვითარებას და მეტი მოსწავლისთვის გაზიარებას.

ამის მერე მოულოდნელად გააცნობიერებთ, რომ ავტომატურად იგებთ ახალ უცხო ენას – ხოლო აზრები თავისით მოდიან.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s