წინადადებას ვუთარგმნიდი უცხო ენის ჯგუფს და ფინიშთან ერთი, თანაც უმარტივესი სიტყვა დამავიწყდა. აი, ასე, ვერ გავიხსენე “ფარდა” ინგლისურად.
რა იქნება, ახლა გავქრებოდე მეთქი – ვფიქრობდი და უცებ უკნიდან მშვიდი ხმა გავიგე: “Curtain” ხომ, მას?
ღელვა გაქრა, მივიხედ-მოვიხედე და მოსწავლეებიც წყნარად აგრძელებდნენ მუშაობას. შეგნებით, რომ მასწავლებელსაც შეიძლება ხანდახან შეეშალოს.
გაკვეთილის ბოლოს მადლობა ვუთხარი ჩემს გადამრჩენელ ბავშვს. “რისთვის, მას?” – მკითხა. “ფარდის შეხსენებისთვის” – ვუპასუხე მე.
“არაფრის. თქვენ ხომ ბუნებრივად იღებთ ჩვენს მილიონ შეცდომას, რადგან მათი გამოსწორებით ვვითარდებით”…
და გონებაში ის ვიდეო მიმართვა ამოტივტივდა, სადაც სწავლების ფილოსოფიაზე ვყვები: https://lnkd.in/dxWR9tc
გაოცებული დავრჩი. ბავშვებმა არამარტო დაიმახსოვრეს, გაითავისეს კიდეც: ცხოვრებაში ყველა ვცდებით, რაც არის ნორმალური მდგომარეობა.