ნოემბრის შემაჯამებელი გამოცდა ვაწერინე მოსწავლეებს.
ერთ-ერთმა, ასაკით უმცროსმა თავის ჯგუფელებზე მეტი ქულა აიღო და ამის დანახვისას უხერხულად შეიშმუშნა. დიდებს რომ აჯობა, არ ესიამოვნა.
მივულოცე უმაღლესი ნიშანი და მიპასუხა: “მასს, მე უბრალოდ ყველაზე მარტივი ვარიანტი შემხვდა და გამიმართლაო”.
“10+” სწავლისადმი თავის მიძღვნის შედეგია, ამიტომაც მოსწავლეს ვუთხარი, ზედმეტი თავმდაბლობა გვერდზე გადაედო და გაეხარა თავისი მიღწევით.
მიიღეთ დამსახურებული ჯილდო თამამად, რადგან სხვა შემთხვევაში, საკუთარი უნარებისადმი უპატივცემულობას გამოხატავთ.
ჯერ თვითონ თუ არ დააფასეთ მიღწეული წარმატებები, სხვა ამას მითუმეტეს არ გააკეთებს.