მეთერთმეტე კლასელი შემოგვიერთდა ინგლისურში სამეცადინოდ.
თემაზე მუშაობის დასასრულს, როდესაც რვეულს მაწვდიდა, მითხრა:
- მას, ნაწერის გამო არ გამიბრაზდეთ, რა.
- რატომ უნდა გაგიბრაზდე, ცუდი ხომ არაფერია – მეთქი?
- არა, უბრალოდ სკოლაში მაღალი ნიშნები მაქვს, ინგლისურის მასწავლებელი კი მარტო კალიგრაფიის გულისთვის მაკლებს ქულასო.
დავხედე თემას და ყველაფერი მკაფიოდ იკითხებოდა. მხოლოდ ოდნავ გაკრული ხელით ნაწერი ჰქონდა.
ავუხსენი, რომ ყველას ინდივიდუალური სტილი გვაქვს და ვიდრე მისი თემა კითხვადია, არავინ უნდა დააკლოს ნიშანი.
შინაარსს ექცევა ყურადღება და არა გემოვნებას, ვის როგორი დეკორატიული დამწერლობა მოსწონს.
თუ უნივერსიტეტშიც იმავე განმეორდება, ესე იგი, მასწავლებელი დიდი მომზადებით ვერ გამოირჩევა და ისღა დარჩენია, ასოების გამოწერაში ავარჯიშოს 17-18 წლის სტუდენტები.