დადებითი ბიძგი რაიონისთვის


აგარა ძალიან მიყვარს. დედაქალაქში სწავლისას აქაურობა ყოველთვის მენატრებოდა. დისტანციურად, ხოლო საჭიროების დროს ჩამოსვლით ვუჭერდი მხარს ადგილობრივებს. განსაკუთრებით იმ ინიციატივებში, რაც რაიონის ეკონომიკურ მოძლიერებას უკავშირდება.

ბოლო პერიოდში აქტიურად დავიწყე ფიქრი დაბაში დაბრუნებაზე. ვფიქრობდი, რა დადებითი ბიძგი შეიძლება მომეტანა აგარისა და გარშემო სოფლების ყოველდღიურობაში.

რომელი უნარები და შესაბამისად ცოდნა დამეხმარებოდა ამ საქმისთვის. ავირჩიე უცხო ენების სწავლება. ცენტრის გახსნაც მინდოდა, თუმცა პანდემიამ ჩაშალა ეს სურვილი. ამით ფარ-ხმალი არ დამიყრია. სახლში მოვაწყე საკლასო ოთახი და ძირითადი ნივთებით აღვჭურვე.

შემდეგ გამოვაცხადე მიღება და თითქმის ყველა ასაკის ადამიანი დაინტერესდა, 10-დან დაწყებული 60 წლით დამთავრებული. ძალიან ვაფასებ, რომ ზრდასრული მოსწავლეები მიუხედავად საოჯახო, სამეურნეო თუ სხვა სახის გადატვირთულობისა, დროს მაინც ნახულობენ განათლებისთვის.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s