“არ მინდა, ახალგაზრდებმა უსახსრობის გამო, განათლების მიღება ვერ შეძლონ” – თემურ იკოშვილი


ინტერვიუ ჩაწერა რადიო “ფორტუნამ”, ავტორი: ნანკა ქოქიაშვილი

სრული ინტერვიუ fortuna.ge

როგორ გზრდიდნენ, რა იყო თქვენთვის სამაგალითო?

პიროვნების განვითარებაზე გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, ოჯახში მაქსიმუმს აკეთებდნენ, რომ სკოლაში სხვა ბავშვებს არ ჩამოვრჩენოდი; მქონოდა ყველანაირი სასწავლო ლიტერატურა.

როგორ აირჩიეთ პროფესია? გამოცდილების შესახებ მოგვიყევით..

უცხო ენების ინსტრუქტორობა მანიჭებს ახლა ბედნიერებას. საუნივერსიტეტო პროფესიას თუ გულისხმობთ, მართვის სპეციალისტი ვარ.

პარალელურად, უცხო ენებს ვსწავლობდი. ინგლისურის გარდა, თურქულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; რუსულს დამოუკიდებლად.

მოსწავლეები გყავთ, რომლებსაც სიმბოლურად 30 ლარად ამეცადინებთ. საიდან გაგიჩნდათ ეს იდეა?

დედაქალაქიდან მშობლიურ დაბაში დავბრუნდი – ვფიქრობ, აქაურობას მეტად გამოვადგები.

30 ლარად ვამზადებ, რადგან შეჭირვებული ოჯახის შემოსავლებით ბევრი მოსწავლე სტანდარტულ ფასს ვერ გაწვდება. არ მინდა, უსახსრობის გამო უკეთესი მომავლის პერსპექტივა დაკარგონ.

როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს მოსწავლისთვის მასწავლებელი?

მასწავლებლის ფაქტორმა შესაძლოა, მოსწავლის განვითარებაში მნიშვნელოვანი პოზიტიური ან ნეგატიური როლი ითამაშოს. განსაკუთრებით ეს ბავშვებსა და მოზარდებს ეხება.

შეაქებ, შენიშვნას მისცემ თუ რჩევას, მთავარია, უკეთესი შედეგების მიღწევაში დაეხმარო.

ადამიანის ყოველი მოქმედება წარმატებაა, თუნდაც, არასწორად მიპასუხონ. ამ შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ, შეცდომა გაიაზრონ და უფრო მომზადებულები შეხვდნენ ახალ გამოწვევებს.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ მოსწავლეებისთვის ცოდნის გაზიარება უფრო გაგიმარტივდეთ?

მინდა, მათ სასწავლო ლიტერატურა უფასოდ გადავცე. თუ ამაში ვინმე დაგვეხმარება, მადლიერი ვიქნები.

გარემოს რაც შეეხება, ზაფხულის სიცხეები ახლოვდება და საკლასო ოთახის გაგრილება შვებას მოგვგვრიდა. რაც გარეთაა ტემპერატურა, იმაზე მეტად საკლასო ოთახში ცხელა.

მადლობა გულისხმიერებისთვის.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s