ავტორი: Temur Ikoshvili

ასწავლის უცხო ენებს | English, Türkçe, Русский

ბიზნესზე, შეცდომებსა და ახალი წლის გეგმებზე

ვიქტორია საკუროვას ბიზნეს ისტორიები საინტერესოა და პირად გამოცდილებას ეყრდნობა, ამიტომაც მოხარული ვარ, მასთან ჩაწერილი ინტერვიუ შემოგთავაზოთ.

ვიქტორია, ამჟამად რა საქმიანობით ხარ დაკავებული?

– ამჟამად ვარ ბიზნესის განვითარების მენეჯერი ორ კომპანიაში: Forever Unique (ბრიტანეთი) და Embedded LORD (საქართველო). (more…)

სამსახურს ეძებთ? ეძებეთ

კომპანიათა წარმომადგენლების გაუფრთხილებლობაზე წერისას ხშირად მეუბნებოდნენ: უნდა გიხაროდეს, რომ ასეთებთან საქმე არ დაიჭირეო.

ვიდრე სანიმუშო ორგანიზაციაში მუშაობა არ დავიწყე, მანამდე ამ ფრაზის მნიშვნელობა სრულად ვერ გავაცნობიერე.

წარმოვიდგენ ხოლმე კონკრეტულ ქმედებას, რომელსაც ჩემს კომპანიაში ვაფასებ და მერე ამის საწინააღმდეგო მიდგომას უპასუხისმგებლო ბიზნესში.   (more…)

რეკლამის როლი მარკეტინგული კომუნიკაციის პროცესში

მარკეტერებისთვის რეკლამა სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომელიც აისბერგის ზედაპირს წარმოადგენს.

რეკლამის მთავარი მიზანი, რომელიც ყველა კომპანიისათვის საერთოა, ესაა კავშირი დაამყაროს სწორ მომხმარებელთან – ვისთვისაც განკუთვნილია ესა თუ ის პროდუქტი.  

ზოგიერთი კომპანია მას მომხმარებელთან ძველი კავშირის შესანარჩუნებლად იყენებს, რათა ადამიანებმა ხელახლა განიცადონ ადრე შეძენილი პროდუქტით მიღებული კმაყოფილება. (more…)

დაბრკოლებებს მივყავართ გამარჯვებისკენ

თეა კუჭავას ინსპირაციული ლინკდინ პოსტები არაერთხელ გამხდარა ჩემთვის დღის პოზიტივის მიზეზი. ეს არის ადამიანი, რომელიც უანგაროდ გასცემს რჩევებს რეზიუმის შედგენისა და სამსახურის ძიების სპეციფიკაზე. ჩვენი ნაცნობობაც სწორედ საქმიანი სოციალური ქსელიდან დაიწყო და რეკომენდაციების გაცვლით დაგვირგვინდა. ახლა კი გადავწყვიტეთ ინტერვიუებიც გავცვალოთ. ქვემოთ სწორედ მის გულწრფელ პასუხებს იხილავთ კარიერული განვითარების თემაზე.

– თეა, მომიყევი შენი გამოცდილების შესახებ, როგორ დაიწყე კარიერა? (more…)

იმედის ქონა გვაძლებინებს, გჯეროდეთ უკეთესობის

ორიგინალი

დღეს მინდა გაგაცნოთ ჩემი ლინკდინ მეგობარი, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი თემურ იკოშვილი. 2019 წლიდან საკომუნიკაციო ფირმა “იკოსკოს” საპატიო მმართველი, რომლის საავტორო სვეტები გამოცდილებასა და შედეგებზე ორიენტირებულ საინტერესო ინფორმაციას სთავაზობს მკითხველს.

ჩვენი მეგობრობა ლინკდინის პროფესიული სივრციდან დაიწყო. გავხდით კარიერული დაგეგმვის საკითხებში თანამოაზრეები, რეკომენდატორები და გადავწყვიტეთ ინტერვიუები ჩაგვეწერა ერთმანეთისთვის. (more…)

ფლაერი ინებეთ, ფასდაკლებაა..

სადგურის მოედნის მეტროდან გამოსულს პრომო გოგონა შემხვდა გასასვლელში, რომელიც საკანცელარიო ნივთებზე ფასდაკლების ფლაერებს არიგებდა. მეც გამომაწოდა და ავიღე.

წასაკითხად რომ დავხედე, აღმოვაჩინე, ერთის ნაცვლად ექვსი ფლაერი მჭერია ხელში და უცებ იდეამ გამიელვა.

რა მოხდება შორიახლოს რომ დავდგე და მეც შევითავსო პრომოაგენტობა – თქო? ვფიქრობდი. (more…)

ის დროა, ვთქვა #ვეძებსამსახურს

ჩემი ძლიერი მხარე საერთო ენის გამონახვაა გუნდის თითოეულ წევრთან. მარტივად შევდივარ კომუნიკაციაში და ვინარჩუნებ პოზიტიურ დამოკიდებულებას ბოლო სამუშაო დღესაც კი.

ძველი მენეჯერები დღეს ფასეული რეკომენდატორები არიან, თანამშრომლები კი ძვირფასი მეგობრები, რომლებთან შეხვედრა ერთი ზეიმია. (more…)

რატომ არ არის ლინკდინი ფეისბუქი?

ამაზე ბევრჯერ თქმულა და გაზიარებულა უცხოენოვან აუდიტორიაში. ახლა მეც შევაჯამებ მოკლედ: რატომ არ არის LinkedIn-ი Facebook-ი?

უპირველეს ყოვლისა, ეს პროფესიული დანიშნულების სოციალური ქსელი გახლავთ, რომელიც პოტენციურ სამსახურის მაძიებელსა და დამსაქმებელს ერთმანეთთან აკავშირებს.

მისი მიზნობრივად გამოყენება ინოვაციური ბიზნეს იდეების განვითარებასა და გლობალური კონკურენციის მიყოლაში გვეხმარება. (more…)

ოთხიდან 24 წლამდე

დაბადების დღეებზე უკან გახედვა მჩვევია – წარსულის გასახსენებლად კი კარგი საშუალება ძველი სურათების თვალიერებაა.

სიმბოლურად ბავშვობის ფოტო შემხვდა, სადაც ოთხი წლისა თუ ვიქნებოდი. მეც ძალიან უკან დაბრუნება გადავწყვიტე.

ოთხი წლის ასაკში ბავშვები წესით საბავშვო ბაღში დადიან. მეც ასე უნდა მოვქცეულიყავი, თუმცა იქ ორი კვირაც ვერ გავძელი. (more…)