ავტორი: Temur Ikoshvili

Ex-IKOSCO Managing Partner | Now Author on ikoshvili.com

აგარის შაქრის კრიზისი

თითქმის ერთი თვეა, რაც აგარის შაქრის ქარხნის წინ ცეცხლი ანთია. მის გარშემო კი დაბის მეშაქრეები არიან შეკრებილები. მეც მათთან ერთად ვართ.

საწარმოს წინ შეკრებილნი სამომავლო საფრთხეებზე მსჯელობენ და საკუთარი საწარმოს ასამუშავებლად იბრძვიან. იბრძვიან, რათა ოჯახები შეინახონ და თავიანთი დასახლება დაცარიელებისაგან იხსნან.

დაბა აგარა ოდითგანვე რეგიონის სამრეწველო ცენტრი იყო, სადაც ოცამდე საამქრო და ქარხანა მუშაობდა. ბოლო წლებში კი მხოლოდ საკონსერვო და შაქრის ქარხანა შემორჩა. (more…)

მარკეტინგული ომები

გლობალიზებულ მსოფლიოში ყოველდღიურად იხვეწება მარკეტინგული მიდგომები. დღეს კომპანიები მომხმარებლებლის გულის მოსაგებად ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან. ისეთებს, რომლებიც მათ კონკურენტებისაგან გამოარჩევს და გადარჩენაში დაეხმარება.

როგორ შევინარჩუნოთ ინოვაციურობა?

ამისათვის, პირველ რიგში, კონკურენტები უნდა შევისწავლოთ, რომლებიც მარკეტინგული გეგმაში მორიდებულ ბოლო ადგილს იკავებენ.

მათზე დაკვირვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ინოვაციურობის ტემპის შენარჩუნებისთვის. (more…)

სამსახურის შოვნის სირთულეები – უფროსკურსელების მთავარი გამოწვევა

მეოთხე კურსზე გადასვლისას უნივერსიტეტის საგნები საღამოს საათებში, 18:00 საათიდან გადავანაწილე. 

ამ გადაწყვეტილების უმთავრესი მოტივაცია დღის საათებში მუშაობა გახლავთ, რადგან აქტიურად დავიწყე სამსახურის ძებნა, ნაცნობ მეგობრებისა თუ ონლაინ ვაკანსიების მეშვეობით.

უნივერსიტტში მენეჯმენტის სპეციალობას ვეუფლები და ძალიან მინდა, კარიერა მენეჯმენტის კონსალტინგურ ბიზნესში დავიწყო. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად გამეხარდა, როცა თბილისში მოქმედმა ასეთმა კომპანიამ სტაჟირებაზე განაცხადი გამოაქვეყნა. (more…)

მე8სემესტრი

ოთხის ნახევარზე უკვე მზად ვიყავი. სუპერმარკეტის დრესკოდით, უნდა მცმოდა შავი შარვალი,  მუქი ფერის ზედატანი კი ჩემზე იყო დამოკიდებული.

ფორმა ვითხოვე, მაგრამ ჩემი ზომისა არაფერი ჰქონდათ, ამიტომაც დავაბრუნე მაისური და ჩვეულებრივი ტანსაცმლით გავაგრძელე მაღაზიაში სიარული.

ჩემი კორპუსიდან იქ კიდევ ორი ადამიანი მუშაობდა. ერთი – ახალკურსდამთავრებული ხაზში იყო დასაქმებული, მეორე ასევე სტუდენტი, მეზობელ სექციაში იდგა.

მე სპირტიანი სასმელების მიხედვა მევალებოდა. დიდად გარკვეული არ ვყოფილვარ ღვინისა და ვისკის სახეობებში, თუმცა თავისუფალ დროს ვეცნობოდი, რათა მეორედ მომხმარებლისთვის უარი არ მეთქვა იმ პოდუქტზე, რომელიც რეალურად თაროზე იდო. (more…)

ბრიტანელი HR პროფესიონალი გვირჩევს

პოსტის პირველ ნაწილში შემოგთავაზებთ რჩევებს სამსახურის ძიების სპეციფიკაზე, მეორე ნაწილში კი უფრო კონკრეტულად რეზიუმის შედგენის შესახებ ბრიტანელი HR პროფესიონალის წიგნის მიხედვით – Heather Salter, “Interview Secrets”, HarperCollinsPublishers.

1. გრძელვადიანი წარმატებისათვის უნდა მოძებნოთ თვენთვის შესაფერი ბიზნეს სექტორი. ჩამოწერეთ კომპანიები, რომლებსაც ყველაზე მეტად აფასებთ და განსაკუთრებით რა მოგწონთ მათი მუშაობის სტილში.

2. ნუ დაკარგავთ დროსა და ძალისხმევას ისეთი ვაკანსიის ძებნაზე, რომელიც არ შეესაბამება თქვენს პერსონალურ ღირებულებებს, რწმენასა და მიზნებს. თუ სამსახურს მცდარი მიზეზების გამო დათანხმდებით, მალევე წაგერთმევათ მოტივაცია და ყველაფრის ხელახლა გავლა მოგიწევთ. (more…)

ექვსი გავრცელებული მარკეტინგული შეცდომა და თავის არიდების გზები

დიდი შეცდომაა დროის დაკარგვა ისეთი რაღაცის გამოგონებაში, რაც სხვამ უკვე წარმატებით დანერგა თავის საქმიანობაში.

დაროვილი ცოდნის უგულვებელყოფა მარკეტინგულ ძალისხმევას აუფერულებს და თანამშრომლების დემოტივაციას იწვევს.

ეს ბლოგი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ის ძირითადი შეცდომები, რომელიც გავრცელებულია დღეს მარკეტინგში. (more…)

სტუდენტი და კონსულტანტი

2016 ჩემთვის ნამდვილი გამოწვევების წელი იყო. მოხალისეობრივ საქმიანობასთან ერთად  ახალ სფეროშიც გადავწყვიტე ბედის მოსინჯვა და მენეჯმენტის სპეციალობის შესწავლა დავიწყე. მარტიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტი გავხდი.

ვმონაწილეობდი ილიაუნის ბიზნესის სკოლის მასტერკლასებში – “კვლევა პრაქტიკაში”. ორი თვის განმავლობაში ჩემი ფაკულტეტის მკვლევრები სემინარებს გვიტარებდნენ და ივლისში საჯაროდ ორი კვლევის პრეზენტაცია გავმართეთ სტუდენტების დასაქმებისა და საუნივერსიტეტო აქტივობების შესახებ.

ბიზნესის სფეროს შესწავლასთან ერთად წელს სტუდენტური სამსახური ვიშოვე. ორი თვე კონსულტანტად ვმუშაობდი ბაგების ერთ-ერთ სუპერმარკეტში, საიდანაც რეალური ბიზნეს გამოცდილება წამოვიღე. (more…)

პირამიდული სქემა

ინტერნეტში წავაწყდი ვაკანსიას, რომელიც რამდენიმე თვეში ათიათასობით ლარის შოვნას მპირდებოდა.  რა თქმა უნდა, დამაინტერესა, რაში იყო საქმე და ამ “კომპანიაში” დავრეკე. ოპერატორმა ჩაიწერა ჩემი მონაცემები და მითხრა, გასაუბრებაზე ხვალ, 14:00-ზე გელოდებით, არ დაიგვიანოთო.

მეორე დღეს მითითებულ მისამართზე მივედი და რაღაც აბსტრაქტულ სურათებს ვათვალიერებდი. ვეჭვობდი, მისამართი ხომ არ შემეშალა – თქო.  არც ოფისი და არც რეალური სამუშაო გარემო არ იყო, გარშემო ხალხიც არ ჩანდა. ცოტა ხანში ერთი ქალი მომიახლოვდა, რომელმაც დერეფნის ბოლოს ოთახი მიმასწავლა, მეც გავუყევი დერეფანს და კარი შევაღე. (more…)

ილიაუნის ბიზნესის სკოლა 2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტია

გამოცდების ეროვნული ცენტრი 2016 წლის საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით აბიტურიენტების არჩევანს აქვეყნებს. ყველაზე დიდი მოთხოვნა ილიაუნის ბიზნესის სკოლაზეა, რომელიც 2776 აბიტურიენტმა პირველ ნომრად აირჩია. შემდეგი მოდის TSU – ს იურიდიული ფაკულტეტი 1735 პირველადი არჩევით.  მეოთხე ადგილზე კვლავ ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტია. ამჯერად მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტით, რომელიც 1464 აბიტურიენტმა პირველ ნომრად მიუთითა. (more…)

ბიზნესი, რომელიც სტუდენტებმა სტიპენდიიდან გადანახული ფულით დაიწყეს

თინა ოსაძე ილიაუნის კულტურის მენეჯმენტის სტუდენტია, რომელიც ხისგან დამზადებული ჩანთებს “პოპულუსის” ბრენდის ქვეშ აწარმოებს.

სტარტაპის დაფუძნებისთვის ინსპირაციის წყარო ილიაუნის ინოვაციური ლაბორატორია – “ფაბლაბი” გახდა. სწორედ  ფაბლაბში არსებულმა ტექნიკამ მოუტანა მას უამრავი იდეა, რის შემდეგაც მარიამ სიორდიასთან ერთად იდეის რეალობად ქცევა გადაწყვიტა.

“როცა უშუალოდ იდეის პროტოტიპირებაზე დავიწყეთ მუშაობა, გამოცდილება ძალიან გვეხმარებოდა და საერთოდ ჩვენი პროდუქტის აღქმა მთლიანად გამოცდილების შედეგად ჩამოყალიბებული ხედვა იყო და მეტი არაფერი. (more…)