Ikoshvili.com

რატომ არ არის ლინკდინი ფეისბუქი?

ამაზე ბევრჯერ თქმულა და გაზიარებულა უცხოენოვან აუდიტორიაში. ახლა მეც შევაჯამებ მოკლედ: რატომ არ არის LinkedIn-ი Facebook-ი?

უპირველეს ყოვლისა, ეს პროფესიული დანიშნულების სოციალური ქსელი გახლავთ, რომელიც პოტენციურ სამსახურის მაძიებელსა და დამსაქმებელს ერთმანეთთან აკავშირებს.

მისი მიზნობრივად გამოყენება ინოვაციური ბიზნეს იდეების განვითარებასა და გლობალური კონკურენციის მიყოლაში გვეხმარება. (more…)

ოთხიდან 24 წლამდე

დაბადების დღეებზე უკან გახედვა მჩვევია – წარსულის გასახსენებლად კი კარგი საშუალება ძველი სურათების თვალიერებაა.

სიმბოლურად ბავშვობის ფოტო შემხვდა, სადაც ოთხი წლისა თუ ვიქნებოდი. მეც ძალიან უკან დაბრუნება გადავწყვიტე.

ოთხი წლის ასაკში ბავშვები წესით საბავშვო ბაღში დადიან. მეც ასე უნდა მოვქცეულიყავი, თუმცა იქ ორი კვირაც ვერ გავძელი. (more…)

შეხვედრა მოგზაურ სტივენ რამპალასთან

სტივენ რამპალა და მისი მეუღლე მატარებელში გავიცანი, როდესაც ბორჯომიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. მათ სახლი გაყიდეს ამერიკაში, მიატოვეს სამსახური და დაგროვილი ფულით მსოფლიოს გარშემო დაიწყეს მოგზაურობა. სტივენი ეთანხმება გამოთქმას, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავე. ხუთი წლის წინ ვერც კი წამოიდგენდა თუ კავკასიაში მოხვდებოდა და ბორჯომის ხეობას მოინახულებდა.

თავიანთი ახალი ბლოგის დასკვნით ნაწილში რამპალები ჩემთან შეხვედრის შესახებ წერენ: (more…)

თემურ იკოშვილი, ავტორი

თემურ იკოშვილი 2019 წლიდან არის ფირმა იკოსკოს საპატიო მმართველი და კვირაში ერთხელ აქვეყნებს პროფესიულ სვეტებს კომუნიკაციების შესახებ.

სხვადასხვა დროს უმუშავია მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში რედაქტორის პოზიციაზე.

კარიერა მან ყოველდღიური გაზეთის რეპორტიორობიდან დაიწყო, რის შემდეგაც ახალი ამბების საკუთარი სააგენტო დააფუძნა. (more…)

ნეპოტიზმი მარტივად

მაღალი რგოლის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე გამოვაცხადეთ კომპანიაში ვაკანსია (ხელფასი: 1000-1500 ლარი, დამოკიდებული კვალიფიკაციაზე).

რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ 15 კანდიდატი დავიბარეთ საცდელი დავალების შესასრულებლად.

მათ უნდა წაეკითხათ ბიზნეს ქეისი და ინფორმაცია ვიზუალურად წარმოეჩინათ ფურცელზე. შეეძლოთ დაეხატათ ნებისმიერი სურათი, რასაც საჭიროდ ჩათვლიდნენ.

ამით კანდიდატების შემოქმედებით უნარსა და სისხარტეს შევაფასებდით TOP მენეჯერის მოთხოვნის შესაბამისად (ვისთანაც უნდა ემუშავა). (more…)

შვიდი ხერხი ეფექტური მარკეტინგული გეგმის შესადგენად

პროდუქტისა და მომსახურების ეფექტური გაყიდვები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი მარკეტინგული გეგმის შესადგენად. იმისათვის, რომ გაყიდვების პროცესი სწორად დაგეგმოთ, ჯერ იმ ძირითად ტენდენციებში უნდა გაერკვეთ, რომლის გათვალიწინებითაც დღეს პროფესიონალი მარკეტერები მოქმედებენ.

იცნობდეთ თქვენს უდიტორიას, მიაწვიდონთ მათ ეფექტური მესიჯი და თვალი ადევნოთ მიღებულ შედეგებს, არის ფაზლის მხოლოდ რამდენიმე ნაწილი; მაშ ასე, დავიწყოთ:

აუდიტორიის კვლევა

რაც უფრო უკეთესად ერკვევით თქვენს აუდიტორიაში, მით უფრო უკეთ შეძლებთ გუნდთან ერთად მათი ინტერესების შესაფერი პროდუქტი / მომსახურება შექმნათ. (more…)

ხუთი რჩევა, რომელიც სტუდენტობის პერიოდში გამოგადგებათ

1. თუ უნივერსიტეტი საშუალებას გაძლევთ, შექმენით ან გაწევრიანდით სტუდენტურ კლუბებში თქვენი ინტერესების შესაბამისად

სტუდენტური კლუბების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სწავლასთან ერთად აუცილებელი პრაქტიკა მიიღოთ და ძვირფასი დრო სასარგებლოდ გამოიყენოთ. დააგროვოთ ის გამოცდილება, რომელსაც შემდგომში დამსაქმებლები მოგთხოვენ.

ამაში ხელფასს არავინ გადაგიხდით. ერთადერთი მომოძრავებელი ძალა ენთუზიაზმი იქნება, რომელიც მომავალში დაგიფასდებათ. (more…)

ბაკალავრიატის გამოსათხოვარი სიტყვა

ფინალურმა გამოცდების შემდეგ მეც შევუერთდები წელს ილიაუნის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულთა რიგებს. 

ილიას უნივერსიტეტში სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე დავიწყე. შესანიშნავი პერიოდი იყო. კარიერულ საფეხურზე პირველი ნაბიჯიც ამ დროს გადავდგი. დავაფუძნე “სტუდენტი ჟურნალისტების ლიგა” – კლუბი მედიით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის. ერთად ვაწყობდით შიდა საუნივერსიტეტო ღონისძიებებსა და გასვლით შეხვედრებს.

სწორედ სტუდენტური კლუბი გახდა მომავალში პირველი ორგანიზაციის შექმნის საფუძველი, რომელსაც “ჟურნალისტების ლიგა” დავარქვი. (more…)

აგარის შაქრის კრიზისი

თითქმის ერთი თვეა, რაც აგარის შაქრის ქარხნის წინ ცეცხლი ანთია. მის გარშემო კი დაბის მეშაქრეები არიან შეკრებილები. მეც მათთან ერთად ვართ.

საწარმოს წინ შეკრებილნი სამომავლო საფრთხეებზე მსჯელობენ და საკუთარი საწარმოს ასამუშავებლად იბრძვიან. იბრძვიან, რათა ოჯახები შეინახონ და თავიანთი დასახლება დაცარიელებისაგან იხსნან.

დაბა აგარა ოდითგანვე რეგიონის სამრეწველო ცენტრი იყო, სადაც ოცამდე საამქრო და ქარხანა მუშაობდა. ბოლო წლებში კი მხოლოდ საკონსერვო და შაქრის ქარხანა შემორჩა. (more…)

მარკეტინგული ომები

გლობალიზებულ მსოფლიოში ყოველდღიურად იხვეწება მარკეტინგული მიდგომები. დღეს კომპანიები მომხმარებლებლის გულის მოსაგებად ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან. ისეთებს, რომლებიც მათ კონკურენტებისაგან გამოარჩევს და გადარჩენაში დაეხმარება.

როგორ შევინარჩუნოთ ინოვაციურობა?

ამისათვის, პირველ რიგში, კონკურენტები უნდა შევისწავლოთ, რომლებიც მარკეტინგული გეგმაში მორიდებულ ბოლო ადგილს იკავებენ.

მათზე დაკვირვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ინოვაციურობის ტემპის შენარჩუნებისთვის. (more…)