მხარდაჭერა

მოგესალმებით. მე ვარ უცხო ენების ინსტრუქტორი

ამჟამად რაიონში ვცხოვრობ – ადგილობრივ მოსახლეობას ინგლისურში ვამზადებ.

დაბა აგარიდან და გარშემო სოფლებიდან მყავს მოსწავლეები, რომლებსაც სიმბოლურ ფასად – თვეში 30 ლარად ან უფასოდ ვამეცადინებ (ვითვალისწინებ მოსახლეობის რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას).

სამსახურები აქ უკიდურესად ჭირს. აგარაში ერთი შაქრის ქარხანაა და ისიც სეზონურად მუშაობს. სხვა საშუალება არაა.

გაკვეთილების მასალებს ხელით ვწერ. ჯგუფში ოთხი ეგზემპლარი რომ იყოს, სათითაოდ გადამაქვს კალმით. ასახსნელ გრამატიკას კი ფორმატის ფურცლებზე ვახვედრებ სტუდენტებს.

უპირველესად ჩვენ ინგლისურის ენის დამხმარე სახელმძღვანელოები გვესაჭიროება.

შემდეგში ძალიან მინდა, საკლასო ოთახი გავაუმჯობესო ტექნოლოგიური კუთხით. ნაწილ-ნაწილ კომპიუტერი, პრინტერი, პროექტორი შევიძინო.

ამ საგანმანათლებლო საქმეს დაახლოებით 5000 ლარი სჭირდება.

ჩარიცხული თანხის ნაწილი სოფლებიდან მოსიარულე მატერიალურად გაჭირვებული სტუდენტების დაფინანსებას მოხმარდება.

თუ თქვენც მნიშვნელოვნად მიიჩნევთ განათლების ხელმისწავდომობას პერიფერიებში და გექნებათ გვერდით დგომის სურვილი, გიზიარებთ ანგარიშის ნომერს:

GE09BG0000000101097152

ყოველი შენატანი, დიდი იქნება თუ მცირე, ფასეულია უცხო ენების სამომავლო სწავლებისთვის.

წინასწარ მადლობას გიხდით მოსწავლეებისა და ჩემი სახელით,
თემურ იკოშვილი