ჩადეთ ინვესტიცია “დაბააგარაში”
მშობლიურ ადგილზე დაბრუნების შემდეგ ძველ საკონსერვო ქარხანასთან დაკავშირებით იდეა გამიჩნდა.
გასულ საუკუნეში დაბა აგარა კვების მრეწველობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი და რაიონის პროდუქციის 80%-ის შემქნელი იყო.
საკონსერვო და შაქრის კომბინატები წარმოებათა ქვაკუთხედს წარმოადგენდნენ, 1500 დასაქმებულით.
ახლანდელი სიტუაცია შემდეგნარია: აგარის შაქარი სეზონურად ფუნქციონირებს, ძველი საკონსერვო ქარხანა კი ათეული წლებია უფუნქციოდაა. მისგან კედლები და გარშემო ტერიოტორიაღა შემორჩა, რომელიც იყიდება.
ჩემი სურვილია, ადგილობრივი პროდუქციით დაინტერესებულმა პიროვნებამ შეიძინოს ის და საკონსერვო წარმოების ტრადიცია განვაახლოთ.
გარდა იმისა, რომ ინვესტორისთვის არის მომგებიანი შეთავაზება, მოსახლეობასაც ჰაერივით ესაჭიროება ასეთი სიახლე.
მეორე საწარმო დაბის და გარშემო სოფლების მაცხოვრებლებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა. ასევე ხელს შეუწყობდა კონკურენტული ბიზნეს გარემოს შექმნას.
რუკას თუ შეხედავთ, აგარა ზუსტად ქვეყნის შუაგულში მდებარეობს. ცენტრალური მაგისტრალისა და რკინიგზის არებობა სწრაფ ლოგისტიკურ პროცესში დაგეხმარებათ, როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთ მიმართულებით.
საკონსერვოს მიმდებარე ნაყოფიერი მიწები კი ბოსტნეულისა და ხილის კულტურების გაშენებას შესაძლებლობას იძლევა.
მე აგარაში ვცხოვრობ და აღნიშნულით დაინტერესებულ ინვესტორებს გვერდით დაგიდგებით; აუცილებელ ინფორმაციას მოგაწვდით.
თქვენს ფინანსურ სტრატეგიებს თავისი შრომითა და მონდომებით, ყველა მხარს დაუჭერს, ვისაც ერთ დროს აყვავებული დაბის ნოსტალგია აქვს. ასეთი კი მოსახლეობის 99%-ია.
პატივისცემით, Dabaagara Products