TemIk – თემურ იკოშვილის საავტორო წერის კურსი

ათ-წლიანი პრაქტიკის შემდეგ გადავწყვიტე, საავტორო კურსი “თემიკ” შევქმნა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს სათქმელის მარტივად გადმოცემასა და წერის უნარის დახვეწაში დაეხმარება.

15 წლისამ პირველი დეტექტიური რომანი დავწერე. ვიყავი კედლის გაზეთის მმართველი სკოლაში. პარალელურად სხვადასხვა ჟურნალის დიზაინს ვქმნიდი, სადაც სტატიებს კალმით ვათავსებდი (კომპიუტერი და ინტერნეტი ჯერ კიდევ არ მქონდა).

წარჩინებით სწავლისთვის მეათე კლასში ლეპტოპი გადმომეცა საჩუქრად და ჩემთვის ახალი შესაძლებლობები გაიხსნა. შევქმენი საკუთარი ვებსაიტი “თემლოგი”, რომლისთვისაც უკვე მკითხველთან ერთად ვამზადებდი ფსიქოლოგიის თემატიკიდან მასალას.

სტუდენტობის წლებში უფრო პროფესიონალური ნაბიჯები გადავდგი; დავიწყე ყოველდღიურ გაზეთში რეპორტიორად მუშაობა. ამასთან ერთად პუბლიკაციებს ვთარგმნიდი ტექნოლოგიების გამოცემისთვის, რომელმაც ცხოვრებაში პირველი ხელფასი, 100 ლარი გადამიხადა.

წერითი უნარები აქტიურად მეხმარებოდა უნივერსიტეტში, სადაც ჟურნალისტური და ბლოგერთა კლუბები დავაფუძნე – გავხდი რედაქტორი და ახალგაზრდულ პლატფორმაზე სტუდენტების ნამუშევრებს ვაქვეყნებდი.

მოგვიანებით კომერციული წერა დავიწყე კომპანიებისთვის. მყავდა ორი დამკვეთი: მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტო / ყველასთვის საყვარელი კაფე-სანაყინეების ქსელი.

პანდემიის პერიოდში დრო გამომითავისუფლდა და გადავწყვიტე, საავტორო კურსი შემოგთავაზოთ, თუმცა ამ იდეის განხორციელბისთვის ფინანსური რესურსებიცაა საჭირო.

“თემიკის” სპონსორობის მსურველებს გიზიარებთ ლიბერთი ბანკში არსებულ რეკვიზიტებს:

ბანკი: LBRTGE22 / სს “ლიბერთი ბანკი”
ანგარიშის ნომერი: GE92LB0711117845613000
მიმღების დასახელება: თემურ იკოშვილი

კონტაქტი

4 comments

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s